საზოგადოება ტაივანში კოლგოტის ფეტიშისტი დააკავეს 2014, 18 აპრილი, 15:41 ![]() ქალი და მამაკაცი გვერდიგვერდ ისხდნენ ისხდნენ ავტობუსში, რომელიც ტაიპეიდან კილუნგში მიემართებოდა, ეჭვმიტანილმა, რომლის სახელიც მოგვიანებით გაირკვა-ჩიუ- დაუწყო გოგონას ფეხზე ხელის გადასმა, თან ამ ბინძური ზრახვისთვის იყენებდა საქაღალდეს, რომ არ გამოჩენილიყო მისი ხელი. ქალს ხასიათი გაუფუჭდა, წამოდგა სკამიდან და მძღოლს შესჩივლა, თუმცა ჩიუმ ყველაფერი უარყო და განაცხადა, რომ "არც უფიქრია მას შეხებოდა". მძღოლმა ავტობუსი პოლიციასთან გააჩერა, მგზავრმა ინციდენტის შესახებ პოლიციას მოუთხრო, როდესაც შეატყო ეჭვმიტანილმა, რომ საქმეს სერიოზული მსვლელობა ეძლეოდა დაიჩოქა და პატიება ითხოვა, ის ამბობდა, რომ ფსიქიურად დაავადებულია და ამის დასამტკიცებლად ინვალიდის საბუთი ამოიღო. როდესაც იგი პოლიციამ დააკავა, გაირკვა რომ ინვალიდის საბუთი მისი ძმის სახელზე იყო. ამის შემდეგ ეჭვმიტანილმა აღიარა, რომ კოლგოტის ფეტიშისტია და ვერაფრით იკავებს თავს, როდესაც ქალს კოლგოტი აცვია. 288 6-ს მოსწონს
|