x
image
მანჩო 777
როგორ გახდა წითელი კვერცხი აღდგომის სიმბოლო
სულ მალე ქროსტიანული სამყარო უდიდეს დღესასწაულს-აღდგომას იზეიმებს. ამ დღესასწაულთან დაკავშირებულია ყველაზე გავრცელებული და საყოველთაოდ ცნობილი ტრადიცია-კვერცხების წითლად შეღებვა.

image

ტრადიცია კვერცხების შეღებვის და მათი ერთმანეთისათვის ჩუქებისა არსებობს როგორც მართლმადიდებელ, ასევე კათოლიკე ქრისტიანებში. მისი წარმოშობის ფესვების შესახებ უამრავი ვერსია არსებობს. გავიხსენოთ რამოდენიმე მათგანი.

image


პირველი ვერსიით, წითლად კვერცხის შეღებვა დაკავშირებულია ძველი რომის ისტორიასთან. ლეგენდის თანახმად, ასეთი ფერის იყო კვერცხები, რომლებსაც ალექსანდრე მაკედონელის დედის ქათამი დებდა დიდი მხედართმთავრის დაბადების დღეს.

image

მეორე ვერსიის თანახმად, წითელი ფერი სიმბოლიზირდება ქრისტესათვის წამებული პირველი ადამიანების მიერ დაღვრილ სისხლთან. გადმოცემის მიხედვით, მათ საწამებლად კვერცხის ფორმის რკინის გალიაში ათავსებდნენ და შემდეგ გარედან ცეცხლს უნთებდნენ.

image

მესამე ვერსია მარია მაგდალინელს უკავშირდება. ამ ლეგენდის თანახმად მარია მაგდალინელი მივიდა იმპერატორ ტიბერიუსთან და მას ამცნო ქრისტეს აღდგომა, თან კვერცხი მიუტანა. ტიბერიუსმა მიუგო, რომ ეს ისევე შეუძლებელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლებაო. მოხდა სასწაული, კვერცხი იმპერატორის თვალწინ წითელ ფერად შეიღება. ამან ისე იმოქმედა ტიბერიუსზე, რომ მან შეწყვიტა ქრისტიანების დევნა.

ვერსიები კიდევ არსებობს, თუმცა არცერთ მათგანს არ გააჩნია რეალური მტკიცებულება.

image

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერსიის მიხედვით, კვერცხების შეღებვას აღდგომის დღესასწაულზე სულ სხვა, უფრო პროზაული ისტორია აქვს. როგორც წესი, ძველი რომაელები ტრაპეზს იწყებდნენ კვერცხით, ხოლო შემდეგ სუფრაზე შემოჰქონდათ ბოსტნეული და ხორცი, სულ ბოლოს კი ხილს შემოიტანდნენ ხოლმე. სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება ლათინური გამონათქვამი -ab ovo usque ad mala, რაც ნიშნავს-კვერცხიდან ვაშლამდე, ანუ ყველაფერი წესის და რიგის მიხედვითააო.

image

ადრექრისტიანული ეპოქის რომაელი პოეტის ავრელია კლემენტის აღწერით, ქრისტიანები მთელი მარხვის განმავლობაში თავს იკავებდნენ კვერცხის ჭამისაგან და მხოლოდ ბოსტნეულით იკვებებოდნენ. მხოლოდ აღდგომის დღეს ივსებოდა სუფრა ყველანაირი კერძებით და რა თქმა უნდა, ტრაპეზი აუცილებლად კვერცხით იწყებოდა.

შეღებილი კვერცხების ჩუქება სხვა რელიგიური მრწამსის ადამიანებში სხვადასხვა მიზეზებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, ირანელ და თურქ ხალხებში მიღებულია წითლად შეღებილი კვერცხების ერთმანეთისათვის ჩუქება ნავროზობის (ახალი წლის) დღესასწაულზე.

image

0
2190
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0