x
image
natia.a
რამდენიმე იდეა სააღდგომო კვერცხის გასაფორმებლად
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ახლოვდება და, ცხადია, ყველა ქრისტიანულ ოჯახში იწყება სამზადისი. ეს კი გულისხმობს, პირველ რიგში კვერცხების შეღებვას. მიუხედავად იმისა, რომ სიმბოლური დატვირთვა წითლად შეღებილ კვერცხს აქვს და აღდგომასაც სწორედ იგი განასახიერებს, ბევრი შემოქმედებითი ადამიანი ცდილობს ამ დღესასწაულისთვის სასაჩუქრედ თუ სახლის მოსართავად კვერცხები განსხვავებულად და ორიგინალურად გააფორმოს. შემოგთავაზებთ კვერცხის გაფორმების რამდენიმე იდეას.


1. საკონდიტრო მოსაფრქვევით გაფორმებული კვერცხი: ამისათვის კვერცხი ჯერ ცილაში ამოავლეთ, შემდეგ კი მოსაფრქვევში.



image
image


2. მულინეს ძაფით გაფორმებული კვერცხი.



image


3. ამოქარგული კვერცხები, რაც ძალიან შრომატევადია და გამოცდილებასა და ნებისყოფას მოითხოვს.


image


4. კვერცხი ნაქსოვ ჩიხოლში.


image


5. გარდამავალი ფერები: ამ ეფექტის მიღწევა შეიძლება თუ კვერცხს დიდხანს გავაჩერებთ საღებავიან ჭურჭელში და თანდათან, ვამატებთ ახალ წყალს.


imageimage


6. აკვარელითა და ფანქრით მოხატული კვერცხი.


imageimage


7. მარკერით მოხატული კვერცხი.

imageimage


8. წებოვანი ლენტი.

imageimage


9. მარცვლეულობა და ბურღულეულობა.

imageimage


10. ულვაშიანი კვერცხი.

image


11. მრავალშრიანი უზორები: ამის მისაღწევად კვერცხი რამდენჯერმე უნდა შეიღებოს და ყოველ ჯერზე სხვადასხვა ადგილზე დაეწებოს წებოვანი ლენტი.

imageimage


12. მაქმანიანი კვერცხები: ამ ეფექტს მივიღებთ, თუ კვერცხს შეღებვამდე მაქმანში გავახვევთ.

imageimageimage



13. ფოთლოვანი კვერცხები: ეს ყველაზე ფართოდ გავრცელებული, ძველი ტექნიკაა. ამ ეფექტის მისაღებად უნდა დავადოთ კვერცხს მწვანილის ფოთლები, შემოვაკრათ მარლა და ვხარშოთ ხახვის კანთან ერთად.


image


14. კვერცხი ციმციმებით: ამისათვის უკვე შეღებილი კვერცხის იმ ნაწილზე, რომელზეც ციმციმების გაკეთება გსურთ ვუსმევთ წებოს ან უბრალოდ კვერცხის ცილას და ვაყრით ციმციმებს.


image


2
736
2-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
736
  
2014, 15 აპრილი, 23:54
ლამაზია : ))
2014, 15 აპრილი, 16:43
როგორ მძულს ასეთი საუფლო დღესასწაულის ტრადიციების ასე გამასხარავება :((
0 1 2