საქართველოს ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტთა ნაკრებები ესპანეთის ქალაქ კასერესში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე შთამბეჭდავად გამოვიდნენ. შეჯიბრებაში სულ 22 ქართველი სპორტსმენი ჩაერთო და 19-მა მათგანმა მედალი მოიპოვა.
განსაკუთრებულ წარმატებას ახალგაზრდულმა ნაკრებმა მიაღწია, რომელიც 10 ვაჟით და 2 გოგონათი იყო დაკომპლექტებული და თორმეტივე სპორტსმენი პოდიუმზე ავიდა. ვაჟებმა 4 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ავთანდილ ცინცაძის გაწვრთნილი გუნდიდან პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ლერი ჭელიძე (57 კგ), ლაშა პარასკებაშვილი (62 კგ), მიხეილ მეზურნიშვილი (82 კგ) და ზაურ მამარდაშვილი (90 კგ) ავიდნენ.
გიორგი მელქუაშვილს (48 კგ), ლერი ბედინაძეს (52 კგ), თორნიკე ჭოველიძესა (68 კგ) და რევაზ წულუკიძეს (100 კგ) უმაღლეს ტიტულამდე თითო გამარჯვება დააკლდათ, ომარ ნიაზაშვილმა (74 კგ) და გიორგი ლაზუაშვილმა (+100 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.
გოგონების ნაკრების განაცხადში მხოლოდ სალომე აბაშიძე (56 კგ) და ელენე ქებაძე (+80 კგ) იყვნენ და ორივე ევროპის ჩემპიონი გახდა.
ჭაბუკთა ნაკრებმა კი ევროპირველობა 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრა.
მირიან პავლიაშვილის შეგირდთაგან სამეულს მიღმა მხოლოდ აკაკი გიგატაძე (48 კგ), დავით გეჯაძე (56 კგ) და გიორგი ქურდიანი (81 კგ) დარჩნენ.
ირაკლი კუპატაძე (52 კგ), გიორგი მეტრეველი (65 კგ), თორნიკე მახათაძე (70 კგ) და ირაკლი გოგია (87 კგ) შინ ოქროს მედლებით ბრუნდებიან. კობა მჭედლიშვილი (75 კგ) და ჯაბა მუმლაძე (+87 კგ) ფინალში დამარცხდნენ, დავით წურწუმია (60 კგ) კი ბრინჯაოს დასჯერდა.
ახალგაზრდები
სალომე აბაშიძე (56 კგ) – ოქრო
ელენე ქებაძე (+80 კგ) - ოქრო
ლერი ჭელიძე (57 კგ) - ოქრო
ლაშა პარასკებაშვილი (62 კგ) – ოქრო
მიხეილ მეზურნიშვილი (82 კგ) – ოქრო
ზაურ მამარდაშვილი (90 კგ) - ოქრო
გიორგი მელქუაშვილი (48 კგ) – ვერცხლი
ლერი ბედინაძე (52 კგ) - ვერცხლი
თორნიკე ჭოველიძე (68 კგ) - ვერცხლი
რეზო წულუკიძე (100 კგ) - ვერცხლი
ომარ ნიაზაშვილი (74 კგ) - ბრინჯაო
გიორგი ლაზუაშვილი (+100 კგ) - ბრინჯაო
ჭაბუკები
ირაკლი კუპატაძე (52 კგ) - ოქრო
გიორგი მეტრეველი (65 კგ) –ოქრო
თორნიკე მახათაძე (70 კგ) – ოქრო
ირაკლი გოგია (87 კგ) - ოქრო
კობა მჭედლიშვილი (75 კგ) – ვერცხლი
ჯაბა მუმლაძე (+87 კგ) - ვერცხლი
დავით წურწუმია (60 კგ) – ბრინჯაო
ოთარ მაღლაკელიძე
www.worldsport.ge