x
image
ტორნადო07
როგორი იქნება დედამიწა მასზე არსებული მთელი ყინულის საფარი რომ გადნეს
imageდედამიწაზე ყინულის წარმოუდგენლად დიდი მარაგია: 24 მილიონი კუბური კილომეტრი. ყინულის ოდენობა 32-ჯერ უფრო მეტია ვიდრე დედამიწაზე არსებული წყლის მარაგი. ვნახოთ როგორი იქნება დედამიწა მთელი ეს ყინული რომ დადნეს.


ევროპაimage

წყლის დონე შავ და კასიის ზღვებში იმდენად აიწევს, რომ მათ შორის შემაერთებელი სრუტე წარმოიქმნება, კავკასია აზიას მოწყდება, ყირიმი კი ნამდვილ კუნძულად გადაიქცევა.

ჩაიძირება მთელი ბალტიისპირეთი, ნიდერლანდები და დანია. ვენეცია წყლით დაიფარება და წყალქვეშა მუზეუად გადაიქცევა.



ჩრდილო ამერიკაimage

აღმოსავლეთ სანაპირო წყლით დაიფარება, ფლორიდა მთლიანად გაქრება. წყლით დაიფარება მექსიკის ყურის ქვეყნები, კუბა პქარტიკულად გაქრება. ყველაზე ნაკლებად აშშ-ს დასავლეთ სანაპიო დაზარალდება.


სამხრეთ ამერიკაimage

ოკეანის წყლები ამაზონის ხეობაში შეიჭრება და მდინაი მაგივრად ყურე წარმოიქმნება. ანდების წყალობით დასავლეთი მთიანი რეგიონები პრაქტკულად არ დაზარალდება.


ავსტრალიაimage

ავსტრალიაში მოხდება წამოუდგენელი, უდაბნო ზღვად გადაიქცევა.


აზია

image
შანჰაი, სინგაპური და პეკინი წყლით დაიფარება. კამბოჯა უბრალოდ კუნძულების არქიპელაგად გადაიქცევა. ინდოეთში ამაზონის სცენარის მსგავსად განგის ხეობაში ინდოეთის ოკეანე შეიჭრება და ყურეს წარმოქმნის.


აფრიკაimage

სხვა კონტინენტებთან შედარებით ნაკლებ ტერიტორიას დაკარგავს, მაგრამ გაქრება ქაირო და ალექსანდრია.


ანტარქტიდაimage

ყინულის გადნობასთან ერთად ანტარქტიდა კუნძულების არქიპელაგად გადაიქცევა.

5
1142
7-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
1142
  
2014, 18 აპრილი, 22:43
საინტერესოა
2014, 14 აპრილი, 6:58
ბათუმი და ფოთი გაქრება :(
2014, 13 აპრილი, 17:02
და რაგაც რუსეთი მეპატარავება მემგონი:D
2014, 13 აპრილი, 13:17
ჰოოო გადავრჩენილვართ:):):)
2014, 13 აპრილი, 12:31
ევროპის რუკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ჩვენ გადავრჩენილვართ":D
0 1 5