სხვა იცით თუ არა, რომ... ანუ საინტერესო ფაქტები ყველაფრის შესახებ 2014, 13 აპრილი, 22:24 ერთი უკრაინელი ახალგაზრდა კაცი დაიღუპა იმის გამო, რომ პირში საღეჭი რეზინა აუფეთქდა. გამოძიება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბიჭმა რეზინა ასაფეთქებელ ფხვნილში ამოავლო, რომელიც ლიმონის სიმჟავე ეგონა. როცა ახლობლები ოთახში შეცვივდნენ, ნახეს, რომ ყმაწვილს სახის ქვედა ნახევარი საერთოდ აღარ ჰქონდა.
ექიმი ალან ზარკინი ისეთი თვითკმაყოფილი იყო მის მიერ ჩატარებული საკეისრო კვეთით, რომ პაციენტს მუცელზე თავის ინიციალები ამოაჭრა. ქალმა კლინიკის მიმართ საჩივარი შეიტანა და 5, 5 მილიონი დოლარიც მოიგო. ადამიანზე ნარკოტიკების ზემოქმედების დამოუკიდებელმა სამეცნიერო კომიტეტმა ჩაატარა კვლევა, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ ადამიანის ორგანიზმზე გაცილებით მავნე ზემოქმედებას ახდენს ალკოჰოლი, ვიდრე ჰეროინი ან კოკაინი. მავნე პროდუქტების ჩამონათვალში მოხვდა აგრეთვე ჰალუცოგენური სოკოები და გენმოდიფიცირებული პროდუქტები. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე ამერიკაში ძალიან ცოტა ადამიანი თუ იხეხავდა კბილებს. ეს სასარგებლო ჩვევა თანამემემულეებს გადასცეს ფრონტიდან დაბრუნებულმა ჯარისკაცებმა, რომლებიც ბრძანების მიხედვით ყოველდღიურად იხეხავდნენ კბილებს. ფრანგი მათემატიკოსი ჟოზეფ ფურიე დარწმუნებული იყო, რომ თბილი ზეწრის შემოხვევა ძალზე სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის. საბრალო მეცნიერი გარდაიცვალა იმის გამო, რომ შემოხვეულ ზეწარში გაიბლანდა და კიბიდან გადმოვარდა. ამერიკელმა მუზამილ ჰასანმა დააარსა მუსულმანური არხი, რომლის მიზანი იყო მუსულმანების ნეგატიური სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა. ბედის ირონიაა, რომ მან სასტიკი წამებით მოკლა საკუთარი ცოლი და შემდეგ თავი მოაჭრა გვამს. ბრიტანეთში მიმდინარეობდა ფილმის "ნოე" ჩვენება, რომელშიც აღწერილია მსოფლიო წარღვნა. პრემიერა შეწყვეტილი იქნა კინოდარბაზის დატბორვის გამო, რაც ყინულის აპარატის გაფუჭებამ გამოიწვია. 1957 წელს ერთ-ერთ კიბოს ბოლო სტადიით დაავადებულ პაციენტს მისცეს წამალი, რომლის ჯადოსნური მოქმედების შესახებ მას ბევრი სმენოდა. მოხდა საოცრება: სულ რამოდენიმე დღეში მისი სიმსივნე თოვლივით გაქრა. მალე კაცმა შეიტყო, რომ ეს წამალი სრულებითაც არ შველოდა კიბოს და დაავადება მასთან მაშინათვე დაბრუნდა. აი, ამდენად დიდი აღმოჩნდა თვითშთაგონების ძალა. პრეპარატი ატროპინი, რომელიც თვალის გუგების გასაფართოებლად გამოიყენება, მზადდება მცენარისაგან, რომლის სახელია ბელადონა. იტალიურად სიტყვა "ბელა დონა" ნიშნავს ლამაზ ქალს. ამ მცენარემ დასახელება მიიღო ასეული წლების წინ: ქალები მის წვენს იწვეთებდნენ თვალებში, რათა მათი გამოხედვა უფრო მომაჯადოებელი და ვნებიანი ყოფილიყო. თუ რაიმე პროდუქტის შეფუთვაზე არსებული ინგრედიენტების ჩამონათვალში მითითებულია კარმანი ან კოშენილის ექსტრატი, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ პროდუქტის შემადგენლობაში შედის დაფქული მკილი. ადამიანის ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ მას არ შეუძლია 120 წელზე მეტხანს იცოცხლოს. ასეთი შეზღუდვას მას უწესებს გენეტიკური კოდი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რამდენჯერ შეიძლება გაიყოს ჩვენი სხეულის შემადგენელი უჯრედები. დედამიწის შეჯახება ასტეროიდთან, რამაც, ლეგენდის თანახმად, დინოზავრების გადაშენება გამოწვია, იმდენად მძლავრი იყო, რომ დედამიწის ფრაგმენტებმა მარსამდეც კი მიაღწია. თუ ოდესმე იქ სიცოცხლე აღმოჩნდება, მაშინ ის სავარაუდოდ დედამიწიდან გადატყორცნილი სიცოცხლის ნაწილი იქნება. თუ ვიაგრის აბებს გავხსნით წყალში, რომელშიც ცოცხალი ყვავილებია, ისინი ერთი კვირით უფრო დიდხანს გაძლებენ, ვიდრე ჩვეულებრივ წყალში. პორნოვარსკვლავმა აზია კარერამ რუტგერის უნივერსიტეტის სრული აკადემიური სტიპენდია მიიღო, სადაც ის სწავლობდა იაპონურ ენას და ბიზნეს-ტექნოლოგიებს. გარდა ამისა, მისი IQ შეადგენს 156-ს, რამაც მას უფლება მისცა გამხდარიყო მენსის ინტელექტუალური პრესტიჟული კლუბის წევრი. ამერიკელი მწერალმა და ჟურნალისტმა ჰარპერ ტომპსონმა, ავტორმა წიგნისა "ზიზღი და სიძულვილი ლას-ვეგასში ", სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან მეგობრებს ანდერძად დაუბარა, მოეწყოთ მისი გამოსამშვიდობებელი საღამო. ამ საღამოზე მსახიობმა ჯონი დეპმა გადაცვლილის ფერფლი ზარბაზნიდან გაისროლა. რემბრანდტის მოსწავლეეები ხშირად ეხუმრებოდნენ მასწავლებელს, ხატავდნენ რა იატაკზე მონეტებს და შემდეგ სიცილით კვდებოდნენ, როცა დიდი მხატვარი მათ აღებას ცდილობდა. 686 13-ს მოსწონს 1-ს არა
|