x
image
natia.a
როგორ დავჭრათ პროდუქტი ისე, რომ სამზარეულო არ დავსვაროთ
ხშირად პროდუქტის გაფცქვნისა თუ დაჭრისას წვეთები და ნაფცქვენები აქეთ-იქით იფანტება და იძულებული ვხდებით სამზარეულო ხელახლა დავალაგოთ. ამიტომ გთავაზობთ სხვადასხვა პროდუქტის დაჭრისა თუ გაფცქვნის ისეთ მეთოდებს, რომლებიც თავიდან აგვარიდებს ამ არასასიამოვნო შედეგს. თუმცა, იქნებ ამ ხერხებიდან ზოგიერთი თქვენც უცნაურად მოგეჩვენოთ.


1. მოხარშული ან შემწვარი სიმინდის მარცვლების გამორჩევის ეს მეთოდი ჩვენთვის ნამდვილად უცნაურია.

image


2. კომბოსტოდან მურკის ამოცლის საინტერესო გზა: უბრალოდ რამდენჯერმე ძლიერად ვახეთქებთ მთლიან კომბოსტოს მაგიდაზე, რის შედეგადაც მურკი თავისთავად ძვრება.



imageimage

3. ავოკადოდან კურკის ამოცლა დანის სქელი ტარით.


image


4. ავოკადოს დაჭრა თვისივე კანის შიგნით.


image


5. საზამთროს დაჭრის ეფექტური და მარტივი მეთოდი.


image


6. კივის გაფცქვნა ყველაზე მარტივია კოვზით.


image


7. ყველი გახეხვისას სახეხს რომ არ მიეკრას და გარეცხვა არ გაგვიჭირდეს, თურმე სახეხს თავიდანვე უნდა შევასხუროთ ზეთი.


image


8. მუნდირში მოხარშული კარტოფილი ადვილად გაიფცქვნება თუ მას ცეცხლიდან გადმოდგმისთანავე ყინულიან წყალში მოვათავსებთ.


image


9. ალუბლიდან კურკის ამოსაღებად გამოიყენეთ ე.წ. ქაღალდის "სკრეპი".


image


10. ერთდროულად ბევრი მოხარშული კვერცხის გაფცქვნას თუ აპირებთ, ჩაყარეთ ერთად ჯამში (რა თქმა უნდა მოხარშვის შემდეგ) და კარგად შეანჯღრიეთ. შემდეგ კი გამდინარე წყლის ქვეშ კანი ადვილად გასძვრება.

imageimage

3
628
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
628
  
2014, 10 აპრილი, 10:52
ძალიან საინტერესოა. საზამთროს ასე დავჭრი ხოლმე. კვერცხების გაფცქვნაც როგორ პრაქტიკულად არის ... ბრავო!!!!
2014, 9 აპრილი, 15:36
ზოგი ვიცოდი აი მე-7 მომწონა არ ვიცოდი
2014, 9 აპრილი, 14:58
საინტერესოა..ბევრი ვიცოდი აქედან:)
0 1 3