x
image
worldsport.ge
ანანიძე – 3 მატჩი, 3 გოლი

imageჯანო ანანიძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა გოლი. “როსტოვის” ქართველმა ნახევარმცველმა “კრასნოდართან” გასვლაზე, 45-ე წუთზე გახსნა ანგარიში: არტიომ ძიუბას თავური მეკარემ მოიგერია, ჯანომ კი ორიოდე მეტრიდან ზუსტად დაამატა. მთლიანობაში, ანანიძემ კარგი მატჩი ჩაატარა, აქტიური გახლდათ და ამწვავებდა თამაშს. ის 84-ე წუთზე შეცვალეს.
“როსტოვმა” ეს შეხვედრა 2:0 მოიგო და მერვე ადგილზეა.
რუსეთში “ანჟიმ” შინ 4:0 გაანადგურა მოსკოვის “დიანმო” და გია გრიგალავამაც შეუცვლელად ითამაშა. ქართველი მცველი შეტევებისთვისაც ხშირად იცლიდა. “ანჟი” ბოლო ადგილზე რჩება.
ანანიძის გოლი
http://www.youtube.com/watch?v=4ywqulDg6CU

www.worldsport.ge

0
41
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0