სხვა დედამიწა შეუსწავლელია?! დაიჭირეს უცნაური არსება, რომელსაც ლეგენდარულ "ჩუპაკაბრა"-ს ადარებენ 2014, 6 აპრილი, 20:59 ტეხასში, მალო რიჩში რამდენიმე დღის წინ დაიჭირეს უცნაური არსება, რომელიც აქამდე არავის ჰყავდა ნანახი. ადგილობრივი ჩინოვნიკები აცხადებდნენ, რომ ეს არსება ენოტს წააგავდა და რაც გინდა იყოს, უნდა გაუშვან უკან, ბუნებაში, ან გაგზავნონ მაილ კოკსში, ტეხასში, ველური ბუნების დეპარტამენტში, სადაც გაარკვევენ რა უნდა უქნან მას. დღეს დილას კი მიწის ნაკვეთის პატრონმა, სადაც ეს არსება დაიჭირეს და დამწყვდეული ჰყავდათ, განაცხადა, რომ ის მოკვდა. ცხოველი თავიდანვე მოწყენილი იყო, სავარაუდოა, რომ ავად იყო. საღამოს დასაძინებლად რომ დაწვნენ, ცხოველი ცოცხალი იყო, დილით კი მკვდარი დახვდათ. ცოლ-ქმარი, აცხადებს, რომ შეეჩვივნენ და ძალიან განიცადეს მისი სიკვდილი. საზოგადოება აღშფოთებას გამოთქვამს მათ მიმართ, რომ მხეცი გალიაში ჰყავდათ დამწყვდეული და ალბათ აკლდა შესაფერისი მზრუნველობა. მხეცის გარეგნობა ყველას აკვირვებდა. ხალხმა ის "ჩუპაკაბრა"-ს ლეკვს შეადარა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ "ჩუპაკაბრა" მხოლოდ ლეგენდებში არსებობს და საინტერესოა, როგორ მიამგვანეს მას. "ჩუპაკაბრა"-ს სახელი ესპანური სიტყვებიდან მოდის და სისხლის მწოველს ნიშნავს. ლეგენდაც მას მერე წარმოიშვა, რაც აქა-იქ პოულობდნენ დახოცილ ცხვრებს და თხებს, რომლებსაც მხოლოდ ყელი ჰქონდათ გამოღადრული და შეჭმულები არ იყვნენ. მეცნიერული თვალსაზრისით კი "ჩუპაკაბრას სახელით მოიხსენიებულ ცხოველებს გაცვენილი აქვთ ბალანი, რაც იძლევა საფუძველს, რომ დავასკვნათ, რომ ისინი დასნებოვნებულნი არიან. ავადმყოფობის შედეგად სცვივათ ბეწვი და კანი მზეზე უშრებათ. გამშრალი კანი მტკივნეულია და დროთა განმავლობაში ცხოველი იღუპება. ცხოველი შინაური კატის ზომის იყო. დამწყვდეული ჰყავდათ გალიაში, აჭმევდნენ და ყურადღებას აქცევდნენ, რომ წყალი მუდამ ჰქონოდა. ახლა ალბათ მკვდარის გამოკვლევა მოუწევთ. 178 3-ს მოსწონს
|