x
image
natia.a
ფრთხილად, ძიძაა! ანუ როგორ "დავიცვათ" ბავშვები ძიძებისგან (+ ვიდეომასალა)

image
29 მარტს ატვირთული შოკისმომგვრელი ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ ურტყამს და შეურაცჰყოფას აყენებს ძიძა 2 წლის ბავშვს, YouTube-ზე უკვე 7 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა. ცემის მიზეზი კი ის იყო, რომ პატარამ ქოთანზე ნორმალურად დაჯდომა ვერ მოახერხა.

რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში მომხდარი ეს ინციდენტი, საბედნიეროდ, მშობლების მიერ ოთახში დადგმულმა ფარულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა და დღეს ძიძას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.





სამწუხაროდ, ინტერნეტში ამგვარი შემთხვევების ამსახველი არაერთი ვიდეოს პოვნა შეიძლება. როგორც მშობლები ამბობენ, ამ ვიდეომასალებს იმის გამო დებენ, რომ სხვა მშობლებმაც გაითვალისწინონ ის, რაც მათ შვილებს შეემთხვათ და ფრთხილად იყოვნენ ძიძების არჩევის დროს. გთავაზობთ რამდენიმე მსგავს ვიდეოჩანაწერს, სადაც ძიძები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ პატარებს, რომლებმაც ჯერ ლაპარაკი არ იციან და, შესაბამისად, დედ-მამას "ენას ვერ მიუტანენ".




ეს ყველაფერი განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ბავშვის მომვლელის აყვანის დროს, მით უმეტეს, როცა პატარას მთელი დღით უტოვებ უცნობ ადამიანს.

როგორც ადვოკატები გვირჩევენ, ძიძას სამუშაოდ მიღებისას აუცილებელია მასთან წერილობითი კონტრაქტის დადება, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი მისი უფლება-მოვალეობები და სახლში ვიდეოკამერის არსებობის შესაძლებლობა.

ხოლო თუ ფარულმა ვიდეოკამერამ ძიძას მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტები დააფიქსირა, მშობლებს ადვოკატები ურჩევენ, მაშინვე მიიყვანონ ბავშვი ექიმთან, რათა ამ უკანასკნელმა დადოს დასკვნა ფიზიკური ძალადობის კვალის არსებობის შესახებ, რადგან ზოგ შემთხვევაში, ფარული ვიდეოჩანაწერი საქმეში მტკიცებულებად არ მიიღება, ექიმის დასკვნის იგნორირება კი შეუძლებელია.


6
445
2-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
445
  
2014, 7 აპრილი, 11:06
ნამდვილად ვიდრე ლაპარაკს არ ისწავლის კარგად ბავშვი მანამდე ძიძა არ უნდა მიაკარო.ესეთი ფაქტის მომსწრე რო გავხდე მილიციამდე კიარ მივიყვან სახლში ჩავაგდებ ისეთ დღეში გაჩენის დღეს წყევლიდეს... ზოგიერთი ბავშვს მართლა კარგად უვლის მაგრამ სამაგიეროდ მამებზე ნადირობს :))
2014, 6 აპრილი, 18:03
მოდაში შემოვიდა ძიძაობა და ეგაა უბედურება, ჩემი აზრით, შვილი დედამ უნდა გაზარდოს და არა ვიღაც უცხომ. მერე უკვირთ, რატომ არ უყვართ შვილებს მშობლები და რად არ უჯერებენ, როცა წამოიზრდებიან.:(
2014, 6 აპრილი, 16:51
ხოო ნათი, მეც ბევრი მსგავსი შემთხვევა ვიცი, არც მთავარი სახეა ოჯახში, თუმცა იმ პრინციპით რომ"ვისზე ნაკლები ვარ სამსახური არ მქონდეს", ბავშვებს სხვა უზრდის და მთელი დღე მუშაობს. ერთხელ შევესწარი მასთან ბავშვს უცებ ტემპერატურამ აუწია და არ იცოდა რა მოემოქმედა და მერე ასეთები თავს დადებენ 2-3 შვილის "დედა" ვარო.
2014, 6 აპრილი, 16:35
მეც მაგ აზრზე ვარ, მეა. თვეების ბავშვის უცხოსთან დატოვება ვერ წარმომიდგენია. ნუ, თუ სხვა გამოსავალი არაა და ოჯახში დედაა შემომტანი, მაშინ გასაგებია. მაგრამ რამდენი ისეთი მშობელი ვიცი, თავის შეწუხება და გართობის მოკლება რომ არ უნდა და იმიტომ აყავს ძიძა... :((
2014, 6 აპრილი, 16:27
ასეთი ძიძას მხოლოდ ციხე არ უნდა აკმარონ, თუმცა მათი მშობლები ღირსნი არიან, თუ ოჯახი და შვილი უნდათ, განსაზღვრულ ასაკამდე თვითონ უნდა გაზარდონ, შვილთან გატარებულ დროს რომელი სამსახური და კარიერა შეედრება.
0 1 6