x
image
worldsport.ge
“რომა” პიანიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს

imageიტალიური “რომას” ხელმძღვანელობამ, გუნდის ბოსნიელ ნახევარმცველ მირალემ პიანიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკება დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის ფეხბურთელის შეძენა ფრანგულ პსჟ-ს სურს, მაგრამ რომაელები ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელის დაკარგვას არ აპირებენ.
Corriere dello Sport-ის ცნობით, “რომას” ხელმძღვანელობამ ფეხბურთელს უკვე შესთავაზა ახალი კონტრაქტი, რომლის თანახმადაც ბოსნიელი გუნდში 2018 წლამდე უნდა დარჩეს და ანაზღაურების სახით წელიწადში 3, 5 მილიონი ევრო მიიღოს.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 30 მატჩში პიანიჩმა ხუთი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.





ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0