სხვა კანალიზაციაში გაჭედილი 16 წლის გოგონა მაშველებმა ამოიყვანეს 2014, 3 აპრილი, 22:24 16 წლის ელა-ენ ბიჩეროუგს ტელეფონი საკანალიზაციო ჭაში ჩაუვარდა, რომელიც სახლთან ახლოს, დუვრში ქუჩაში იყო გაჭრილი. გოგონამ ტელეფონის ამოღება მოინდომა, მაგრამ თვითონაც შიგ გაიჭედა. სამაშველო სამსახურმა შეტყობინება 7:17 საათზე მიიღო. 7:26 საათზე უკვე ადგილზე იყო და გოგონას გადარჩენა მოახერხეს. გოგონა ისე იყო ჩაჭედილი, რომ ორი ღონიერი მამაკაცი ეწეოდა და ძლივს შეძლეს მისი ამოყვანა. გოგონამ ჯერ დედას მიაწვდინა ხმა, მაგრამ ის ვერ დაეხმარა და სამაშველო სამსახურს გამოუძახა. ელა ენიმ ახლახანს ჩააბარა გამოცდები კოლეჯში და ტელეფონიც სულ ორი კვირის ნაყიდი ჰქონდა, თან ისიც კონტრაქტით. გოგონა გვიყვება: "ის იყო საუბარი დავამთავრე და ტელეფონს ჯიბეში ვიდებდი. ხელიდან გამისხლტა და საკანალიზაციო ჭაში ჩამივარდა. დედა კი ამბობს: "რომ დავინახე ჩემი შვილი, მეგონა ქვემოთ ჩავარდებოდა და დაიხრჩობოდა, სულ გავთეთრდი შიშისგან და პანიკაში ჩავვარდი. სწორედ ამიტომაც გამოვიძახე სამაშველო სამსახური. ახლა მეცინება, მაგრამ მაშინ ძალიან შემეშინდა. ჩემს გოგოს კი ისევ ძველი "ნოკია" დარჩა. ალბათ სანამ 18-ის არ გახდება, მანამდე არც ვუყიდით". ისე კი ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანები უჩვეულო ადგილებში იჭედებიან და სამაშველო სამსახურის დახმარებას საჭიროებენ. გთავაზობთ ასეთი შემთხვევების სურათებს. 155 7-ს მოსწონს
|