x
image
t.x.
ჩინური აღზრდა: რატომ ჰყავთ 24 წლის ვაჟი მშობლებს დაბმული

imageჩინელმა მშობლებმა თავისი 24 წლის ვაჟის ჯაჭვით დაბმა გადაწყვიტეს. 47 წლის ვენ იუანმა შვილი იმიტომ დააბა, რომ ის ოჯახის სახელს არცხვენდა. მამას შვილი სამხრეთ ჩინეთის იზიანსის პროვინციის სოფელში-ხიბიანბანში, თავისი სახლის საძინებელში ჰყავს დაპატიმრებული. ის ცდილობს დაბმით გადაარჩინოს შვილი გარდაუვალ დაპატიმრებას, რადგან შვილმა ქურდობა დაიწყო. მამამ შვილს კისერზე ჯაჭვით დიდი ბეტონის ფილა მიაბა, ისე, რომ პატიმარს შეძლებოდა ოთახში გადაადგილება და საწოლში წოლა, მაგრამ გარეთ ვერ გავა.

ვენ უანი აცხადებს, რომ პატარა სოფელში ცხოვრობს და თუ რამე დაიკარგება, ყველამ იცის ვინ არის ქურდი. თუ არ შემეძლო დამებრუნებინა მეზობლებისთვის ჩემი შვილის მიერ მოპარული ნივთი, მათ კომპენსაციას ვუხდიდი, მაგრამ დავიღალე ამით. თანაც აღარ მაქვს იმის საშუალება, რომ ვიხადო ეს კომპენსაცია. მეზობლებსაც როცა იქნება მობეზრდებათ და ვინმე დარეკავს პოლიციაში. მე ვფიქრობ, რომ თუ ჩემი შვილი დაბმული იქნება, იქნებ მიხვდეს თავისუფლების ფასს, თუ რა ბედნიერებაა იმის შეგრძნება, რომ აკეთო ის რაც გინდა.

როცა შვილი რამეს იპარავდა, მამა ყოველთვის არიგებდა, მაგრამ ვერაფერი შეაგნებინა. ასე გრძელდებოდა წლების მანძილზე. მშობლები ფიქრობენ, რომ შვილის გადარჩენის ერთადერთი ვარიანტი ჰქონდათ დარჩენილი - ხანგძლივი დროის მანძილზე შვილის დაბმა.

ვენ იუანმა დაამატა: "არ ვიცი რამდენ ხანს მეყოლება ასე, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი წვალება შედეგს გამოიღებს და ჩემი შვილი საზოგადოებს სრულყოფილ წევრად ჩამოყალიბდება".imageimageimage

2
87
5-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
87
  
2014, 2 აპრილი, 23:05
მოკლედ ჩინეთში ძალიან "ცვეტშია" ასე ჯაჭვით დაბმა.
0 1 2