x
image
worldsport.ge
ხაბალაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

imageფინეთის ქალაქ ვანტააში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრ კონსტანტინე ხაბალაშვილს (65 კგ) ბრინჯაოს მედალს ერთი გამარჯვება აშორებს.
ქართველი მოჭიდავე დამამშვიდებელ ეტაპზე მას შემდეგ გადაერთო, რაც მისმა მომგებმა – მაგომედ ყურბანალიევმა ფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა.
ყურბანალიევთან დაჭიდებამდე ხაბალაშვილმა იტალიელი ანჯელო კოსტა დაამარცხა. რეპეშაჟში კი პოლონელ არკადიუს სზეჟას და გერმანელ მარტინ დაუმს აჯობა და “ბრინჯაოს ფინალში” ბელარუს რაშიტხანაუ სურხოს დაუპირისპირდება.
ოქროს მედლისთვის ყურბანალიევი და თურქი სერვეტ კოსკუნი იჭიდავებენ. დღესვე ჩემპიონ-პრიზიორები 97 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გამოვლინდებიან. საქართველოს დროშის ქვეშ დავით ქერაშვილმა იჭიდავა, მაგრამ შეჯიბრებას საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშა. ამ წონის ფინალში რუსეთის ნაკრების დაღესტნელი წევრი აბდუსალამ გადისოვი და აზერბაიჯანელთა ოსი ლეგიონერი ხეთაგ გაზიუმოვი იჭიდავებენ.
ფინალური ბლოკის შეხვედრები 19 საათიდან დაიწყება.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0