ქალი და მამაკაცი ყველაზე "შეშლილი ქორწილები" მთელი მსოფლიოდან 2014, 31 მარტი, 23:32 ქორწილი ის განსაკუთრებული დღეა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გვემახსოვრება. სწორედ ამიტომაც, ბევრი წყვილი არ კმაყოფილდება ტრადიციული ცერემონიალით. ერთ-ერთმა გერმანულენოვანმა საიტმა თავი მოუყარა ყველაზე განსხვავებულ, ორიგინალურ და რაც მთავარია "შეშლილ" ქორწილებს მთელი მსოფლიოდან.
ქორწილი სწრაფი კვების მაღაზიაში, კლდეზე, ჰაერში, წყლის ქვეშ და ა.შ. წყვილების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. მაშ ასე გთავაზობთ ყველაზე "შეშლილ" ქორწილებს მსოფლიოს ყველა წერტილიდან.
მონსტრების ქორწილი. Kanjana Ketkaew-მა და Bunthawee Sengwong-მა გადაწყვიტეს ქორწილის დღეს მონსტრებივით შემოსილიყვნენ.
ქორწილის კვალს მეკობრე მოჰყვება. წყვილმა საკუთარ ქორწილში პატარა სპექტაკლი მოაწყო. მთელი დღე ისინი მეკობრისაგან გაქცევას ცდილობდნენ.
ქორწილი თოკებზე. წყვილმა ასეთი ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღო. ყველაზე გამყინვარებული ქორწილი. იაპონელმა წყვილმა ქორწილი ყინულის სასახლეში გადაიხადა. რობო-ქორწილი. წყვილმა ეს საპატიო მოვალეობა რობოტს მიანდო. ხალხმრავალი ქორწილი. 163-მა წყვილმა 2010 წელს ერთობლივად იქორწინა. სანტა-ქორწილი. წყვილი საკუთარ ქორწილში სანტას ფერებში გამოეწყო, სტუმრების უმრავლესობა კი სანტა-კლაუსის ფორმაში. ციმბირული ქორწილი. -30 გრადუს ყინვაში წყვილი და სტუმრები საცურაო კოსტიუმებში გამოეწყვნენ და კარგადაც მოილხინეს. ქორწილი მთაში. წყვილს უკვე ორი შვილი ჰყავდა და სწორედ მათთან ერთად მოიწყვეს ორიგინალური დღესასწაული მთის მწვერვალზე. წყვილმა გადაწყვიტა ქორწილი სწორედ იქ გადაეხადა, სადაც ერთმანეთს პირველად შეხვდნენ, უბრალოდ კომიქსების მაღაზიაში. ზომბების ქორწილი. წყვილს უნდოდა დაემტკიცებინა, რომ სიკვდილი არ დააშორებთ. ჰიგიენური ქორწილი. პატარძალი ტუალეტის ქაღალდით დამზადებული კაბით წარსდგა საკუთარ ქორწილში. კაბაზე 7 რულონი ქაღალდი დაიხარჯა. ქორწილი ხიდზე. კორწილი კლდეზე. წყვილმა ერთმაანეთი კლდეზე ცოცვისას გაიცნო და ქორწილიც შესაბამისად აღნიშნეს. ქორწილი კუბოში. წყვილს სჯერა, რომ ასეთი ფორმით ქორწინება მათ იღბალსა და ბედნიერებას მოუტანთ. რეინჯერების ქორწილი. ქორწილი წყალქვეშ. წყვილმა დიდ აკვარიუმში იქორწინა. წყვილმა ველორბოლის პარალელურად იქორწინა. ქორწილი სწრაფი კვების ობიექტში. ქორწილი თვითმფრინავში. 561 3-ს მოსწონს 1-ს არა
|