x
image
t.x.
სასწაულებრივად გადარჩენილი თვითმფრინავი, რომელიც სამმაგი ელვის დარტყმას გადაურჩა
imageამბობენ, სასწაულები არ ხდებაო, მაგრამ ხანდახან ნამდვილად ხდება. სასწაულია, აბა, რას დაარქმევთ, როცა თვითმფრინავის კაპიტანი მშვიდად აცხადებს, რომ მათ სამმაგმა ელვამ დაარტყა. მანამდე კი საოცარი ნათება იყო და მალე გამაყრუებელი გრუხუნიც მოჰყვა. მგზავრები საუბრობდნენ მასობრივ შეჯახებაზე, რომელიც ამსტერდამიდან გამოფრენილმა თვითმფრინავმა განიცადა. სასწაულია, მაგრამ ამ შეჯახებას თვითმფრინავისთვის არავითარი დაზიანება არ მოუტანია. მან ჩვეული მარშრუტით გააგრძელა ფრენა. შემთხვევა 30 მარტს მოხდა საღამოს 4:30 სთ-ზე.

როცა ბოინგ 737 მიწაზე დაეშვა, კაპიტანმა, თითქოს აქაც არაფერიაო, გამოაცხადა: "პატივცემულო ბატონებო და ქალბატონებო, თქვენ ალბათ შენიშნეთ, რომ მეხი დაგვეცა".image

ბორტზე 174 მგზავრი იმყოფებოდა. 51 წლის ტონი ევერიტი ერთ-ერთი მათგანია, ვინც დაინახა ჩაშავებული ცა და წინა გვერდზე დარტყმა. ბიზნესმენი კონფერენციიდან ბრუნდებოდა. ის ყვება: "ეს საშინელება იყო. მასიურ დაბომბვაში მოვყევით. მე შევამჩნიე ძლიერ ჩაშავებული ცა და გვერდზე მჯდომი მივახედე. მერე ელვის და გრუხუნის მეტი აღარაფერი იყო. ვიფიქრე, რომ ძრავა გასკდებოდა. საოცარი იყო, მაგრამ არ შემშინებია. ფრენას ვაგრძელებდით".

ამ შეჯახების ფოტოების გადაღებაც მოხერხდა 42 წლის ტრეისი მეაკინ უატის მიერ, რომელიც მიწიდან აკვირდებოდა ცას. ის ამბობს, რომ თვითმფრინავი არც დაუნახავს, უბრალოდ ელვას უღებდა სურათს და ფოტოაპარატს აჭერდა ხელს. თვითმფრინავი მოგვიანებით შენიშნა. მე უბრალოდ გამიმართლა, რომ ამის გადაღება შევძელი.


ბერმინგემის აეროპორტის პრეს-მდივანი აცხადებს, რომ მიუხედავად ცუდი ამინდისა, იმ დღეს ყველა თვითმფრინავი მშვიდობიანად დაეშვა მიწაზე. image

2
245
6-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
245
  
2014, 1 აპრილი, 13:46
სასწაულია
2014, 1 აპრილი, 12:57
ბედისწერაა ეს.
0 1 2