x
image
t.x.
გამწარებული მშობლები შველას ითხოვენ, ახალშობილს გული სხეულის გარეთ აქვს
imageახალგაზრდა გამწარებული მშობლები შველას ითხოვენ. მათ ახალშობილს, რომელიც გასული კვირის ოთხშაბათს დაიბადა, ყოველ წუთას სიკვდილი ელოდება, თუ სასწრაფო ოპერაციას არ ჩაუტარებენ. ბავშვი საოცარი ანომალიით დაიბადა. პატარას, რომლისთვისაც ჯერ სახელიც კი არ დაურქმევიათ, გული სხეულის გარეთ აქვს ამოწეული.

24 წლის პრიანკა პალი უტარ პრადეშის შტატის სახელმწიფო საავადმყოფოში მოათავსეს ოთხშაბათს, სადაც მან ვაჟი დაბადა. ბავშვს სასწრაფოდ ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია, რომელიც სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული. ოჯახი კი უღარიბესია. image

ასეთი მდგომარეობით მილიონში რვა ბავშვი იბადება, რომელთაგანაც 90 % მკვდრადშობილია, ხოლო გადარჩენილები სამ დღეში იხოცებიან. ამ ბავშვს სახელიც რომ არ ჰქვია, ეს უკვე იმაზეც მეტყველებს, რომ გადარჩენის შანსი მილიონში ერთი აქვს.

პატარას გადარჩენის ერთადრთი შანსი კერძო კლინიკაში გულის ოპერაციის ჩატარებაა, რადგანაც ეს ოპერაცია იმდენად ძვირადღირებულია, რომ სახელმწიფო საავადმყოფოები ვერ აფინანსებენ მას. ოჯახი კი, როგორც უკვე ავღნიშნეთ უკიდურესად ღარიბია. მათი შემოსავალი მხოლოდ 3 ევროა დღეში, რომელსაც მამა ნიბჰაუ პალი გამოიმუშავებს. გამწარებული მამა ამბობს, რომ ყველაფერს გაიღებდა შვილის გადასარჩენად, მაგრამ საწყალს ისედაც არაფერი აქვს. ის იმედოვნებს, რომ სახელმწიფო დაეხმარება. ბავშვი უკვე მეექვსე დღეა რაც ცოცხალია. ის ქალაქ დეხრადუნის საავადმყოფოში იმყოფება.


ბატონი და ქალბატონი პალიები ოთხი წლის დაქორწინებულნი არიან და ეს მათი პირველი შვილია. image

1
301
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
301
  
2014, 6 აპრილი, 23:51
გული დამეწვა :( ნეტავ რამით შემეძლოს დახმარება :(
0 1 1