x
image
natia.a
როგორ ვიპოვოთ ბედნიერება - მორალური ამბავი
ერთხელ, 50 კაციან ჯგუფში ლექტორი სემინარს ატარებდა.


მოულოდნელად გაჩერდა და გადაწყვიტა ჯგუფური სამუშაო დაეწყო.


მან თითოს თითო ბუშტი დაურიგა და სთხოვა თავიანთი სახელები დაეწერათ. შემდეგ ყველა ბუშტი შეაგროვა და სხვა ოთახში შეიტანა.


ამის შემდეგ, ორმოცდაათივე მსმენელი შეუშვა ბუშტების ოთახში და მისცა 5 წუთი, რათა ყველას ეპოვა ის ბუშტი, რომელზეც საკუთარ სახელს ნახავდა დაწერილს.



მსმენელები გამალებული შეუდგნენ ძებნას, აქეთ იქით დარბოდნენ, ერთმანეთს ეჯახებოდნენ, ხელს კრავდნენ, ოთახი სრულმა ქაოსმა მოიცვა.


მაგრამ 5 წუთში მაინც ვერავინ შეძლო ეპოვნა თავისი ბუშთი.


მაშინ ლექტორმა ყველას სთხოვა აეღო ერთი ნებისმიერი ბუშტი და მიეცა იმ მსმენელისთვის, ვისი სახელიც ზედ ეწერებოდა.


5 წუთის შემდეგ უკვე ყველას თავისი ბუშტი ეკავა.


ლექტორმა მსმენელებს უთხრა:


"სწორედ ასე ხდება ცხოვრებაშიც. ჩვენ გამალებული ვეძებთ ბედნიერებას, თუმცა არავინ იცის სად არის ის.
ჩვენი ბედნიერება სხვა ადამიანთა ბედნიერებაშია. მივცეთ სხვებს თავიანთი წილი ბედნიერება და ჩვენც მივიღებთ ჩვენს წილს.


აი ეს არის ადამიანის სიცოცხლის დანიშნულება."


image



2
154
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
154
  
2014, 31 მარტი, 18:17
კი მართლაც.ძალიან მარტივი და გენიალური იყო
2014, 31 მარტი, 15:35
wow.არაჩვეულებრივია ძაან მომეწონა ძალიან
0 1 2