x
image
worldsport.ge
ადვოკატი სავარაუდოდ “ალკმაარიდან” წავა

imageჰოლანდიის “ალკმაარის” მთავარი მწვრთნელი დიკ ადვოკატი არაა გამორიცხული სეზონის ბოლოს გუნდიდან წავიდეს. ამის შესახებ ჰოლანდიური პრესა იუწყება. ადვოკატი “ალკმაარს” სათავეში 2013 წლის ოქტომბერში ჩაუდგა და კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.
66 წლის სპეციალისტს გუნდის გაწვრთნა მომდევნო სეზონშიც სურს, მაგრამ იმ შემთხვევაში დარჩება თუკი კლუბის ხელმძღვანელობა შემადგენლობის გასაძლიერებლად ბიუჯეტს გაზრდის.
ჰოლანდიური პრესის ცნობით, დიდი ალბათობით “ალკმაარი” ადვოკატის პირობებს ვერ დააკმაყოფილებს და შესაბამისად, მომავალი სეზონისთვის სხვა მწვრთნელის მოძებნა მოუწევს.

ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0