შოუბიზნესი ეკა კვალიაშვილს ექიმებმა მძიმე დიაგნოზი დაუსვეს! რას წერს ნუკა კვალიაშვილი დედის ავადმყოფობაზე(+ვიდეო) 2014, 26 მარტი, 14:57 მომღერალი ეკა კვალიაშვილი მძიმე სენით არის შეპყრობილი. მას ნეიროვირუსის დიაგნოზი დაუსვეს ექიმებმა. მომღერალს საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. იმისათვის, რომ საჭირო თანხა შეუგროვდეს საზღვარგარეთ სამკურნალოდ, მისი მეგობრები და კოლეგები მხარდაჭერას უცხადებენ ეკას. მათ გადაიღეს ვიდეორგოლი, რომლის საშუალებითაც ისინი აპირებენ საჭირო თანხის შეგროვებას, რათა ეკამ შეძლოს საზღვარგარეთ გამგზავრება და მკურნალობა. ეკა კვალიაშვილი, როგორც იცით, სულ რაღაც ერთი თვეა რაც პატარა ლუკას ბებია გახდა. მას ჰყავს ერთი ქალიშვილი ნუკა, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მუსიკალური ტელეპროექტის "საქართველოს ვარსკვლავის" საშუალებით. ნუკა თავის სოციალურ ქსელ ფეისბუქის საშუალებით ყველას, ვისაც აინტერესებს ეკას ჯანმრთელობის მდგომარეობა, მიმართავს სტატუსით: "თუ ნომერი არ მიწერია ტელეფონში, არ ვიღებ იმ ნომრებს და მესიჯი მომწერეთ, რომ ვიცოდე ვინ მირეკავს და ავიღებ, ეხლა 1000 missed call-ი დამხვდა, სულ უცხო ნომრები...და ვინც მწერს, ეკას რა ჭირს, გვიყურეთ დღეს იმედზე და ყველაფერს გაიგებთ, სათითაოდ ფიზიკურად ვერ მოგწერთ რაც ხდება..." ასევე ნუკა წერს: დღეს ეკა კვალიაშვილის დაბადების დღეა! ვულოცავთ მას და გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ! მას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება! გთავაზობთ ეკა კვალიაშვილის მხარდასაჭერად გადაღებულ ვიდეორგოლს: 2798 6-ს მოსწონს
|