საქართველო ირმა ინაშვილი: ევრაზისტებო და ნაცისტებო, მეორედ კინოს სახლს ნუ შეარჩევთ! 2014, 25 მარტი, 2:01 მედია-კავშირ "ობიექტივის" დამფუძნებელი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ევრაზისტებო და ნაცისტებო, მეორედ კინოს სახლს ნუ შეარჩევთ ნურც მიტინგისთვის და ნურც პროპაგანდისტული ფილმების ჩვენებისთვის. "კინოს სახლში განთავსებულია ტელე-რადიომაუწყებლობის ოფისი და ხელს გვიშლით ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში. ეს კანონით დასჯადი ქმედებაა. წადით, ბიძია, კოჯრის ტყეში, ან ლოკომოტივის სტადიონზე იქ დაახიეთ ერთმანეთს ყურები. თორემ ძალიან გაგვაბრაზებთ და იძულებული გავხდებით, პუტინ-ობამასთან მოგიკითხოთ საყვარელი პოლიტიკური პოლუსები. ჩემი და ჩემი მეგობრების პოლუსები საქართველოა, გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ!, "-წერს ირმა ინაშვილი "ფეისბუკის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ კინოს სახლში "ევრაზიის" მომხრეებსა და "ნაციონალებს" შორის დაპირისპირება მოხდა. 473 2-ს მოსწონს 1-ს არა
|