სხვა რაში გამოვიყენოთ მამაკაცის ჰალსტუხი 2014, 24 მარტი, 11:13 ჰალსტუხი - აქსესუარი, რომლის შესახებ მამაკაცების (და არა მხოლოდ მამაკაცების) აზრი ძალიან განსხვავებულია: ზოგს უყვარს ჰალსტუხით სიარული და ყოველდღიურ ატრიბუტად აქვს ქცეული, ზოგს კი ძალიან აღიზიანებს და საჭიროების შემთხვევაშიც კი ცდილობს თავი აარიდოს მის გაკეთებას. ასეა თუ ისე, ჰალსტუხი იმ აქსესუარების რიცხვს განეკუთვნება, რომელიც, თუნდაც ერთი ცალი, ყველა მამაკაცის გარდერობში უნდა იყოს.
აი ქალებმა კი... თქვენ წრმოიდგინეთ სულ სხვა დანიშნულება შეიძლება მოუძებნონ ამ ბევრისთვის საყვარელ და ბევრისთვის საძულვენ ნივთს და სრულიად წარმოუდგენელი, კრეატიული გზით გამოიყენონ. დაათვალიერეთ ფოტოები და თავად მიხვდებით, თურმე რამდენი რამის გაკეთება შეიძლება ჰალსტუხისგან. 1. სამაჯური 2. ხელჩანთა 3. საყელო 4. ბროში 5. კაბა 6. ქამარი 188 1-ს მოსწონს
|