x
image
natia.a
20 "ჭეშმარიტება", რომელსაც 30 წელს გადაბიჯებული ადამიანი მიხვდება
რამდენიმე "მოულოდნელი" ჭეშმარიტება, რომლებსაც აღიარებს უმეტესობა, ვისაც 30 შეუსრულდა:


1. "ეჰ, ნაბახუსევი მართლაც არსებობს". არადა სტუდენტობისას რამდენიმე დღის განმავლობში გადაბმულად შეგეძლო გესვა და დილით ისე იღვიძებდი, ვითომც არაფერი...


image



2. თუ ჭურჭელს არ დარეცხავ, აღარაფერი დაგრჩება სახლში საჭმელი რომ გადმოიღო. ტანსაცმელს თუ არ გარეცხავ, ჩასაცმელი აღარაფერი გექნება. მთელი 30 წელი იყო საჭირო ამ ორი მარტივი ჭეშმარიტების აღიარებისთვის.



image


3. ბევრი შენზე უფროსი ცნობილი ადამიანი შენზე გაცილებით უკეთ გამოიყურება. "მაინც რას ვაკეთებ არასწორად?" - ხშირად ეკითხები საკუთარ თავს.


image


4. მიუხედავად იმისა, რომ ღამის გართობები "ძალიან მაგარია" (ყოველ შემთხვევაში, აქამდე შენც ასე ფიქრობდი), საღამოს გონივრულ დროს დასაძინებლად წასვლას არაფერი ჯობია.


image


5. თითქმის ყველა წიგნსა და ფილმში, რომელიც ბავშვობაში გიყვარდა, იყო ძალიან კარგი ცხოვრებისეული გაკვეთილი და მორალი.


image


6. მოზარდების საქციელზე ხშირად ამბობ, "არაა, ჩვენ ასეთები არ ვყოფილვართ."


image


7. მეგობრების შესაკრებად უკვე ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, რადგან მათი ოჯახებიდან "გამოტყუება" სულ უფრო ძნელი ხდება.


image


8. ის, რისი გაკეთებაც 5 წლის წინ უპრობლემოდ შეგეძლო, დღეს თითქმის შეუძლებელია.


image


9. ინტერნეტი - ეს ყველაზე საშინელი რამაა, რაც გამოუგონებიათ, მაგრამ მის გარეშე წარმოუდგენელია ცხოვრება.


image


10. როგორც იქნა მიხვდი, რომ მშობლები ყველაზე კარგი ადამიანები არიან და მათთან სულ უფრო მეტად გინდა ურთიერთობა.


image


11. ძალიან იშვიათია, როცა თავის იმის კეთებით ირჩენ, რაც მოგწონს.


image


12. ზოგჯერ სხეული სრულიად უმიზეზოდ გტკივა და ამას ვერაფერს შველი.


image


13. დადგა დრო, როცა იძულებული ხარ აღიარო, რომ უნდა აკონტროლო სად გეხარჯება ფული.


image


14. ხმაურიან ბარებში, ხმამაღალი მუსიკის მოსმენას მყუდრო რესტორანში წყნარი მუსიკის თანხლებით სადილი გირჩევნია.


image


15. შეიძლება შენგან შეფ-პოვარი არ გამოვიდა, მაგრამ ის ფაქტი, რომ სამზარეულოში შენი შეშვება ახლა უკვე თამამად შეიძლება, ცოტათი მაინც გახარებს.


image


16. როგორი ვარცხნილობაც არ უნდა გაიკეთო, რაღაც მაინც არ მოგწონს.


image


17. იმის ნახევარი მაინც რომ წაგეკითხა, რასაც სკოლაში და უნივერსიტეტში გთხოვდნენ, ათასჯერ ჭკვიანი იქნებოდი.


image


18. გირჩევნია 5 ახლო მეგობარი გყავდეს, ვიდრე 50 ნაცნობი.


image


19. პატარა რომ იყავი, გეგონა, დიდებმა ყველა შეკითხვაზე იცოდნენ პასუხი. არადა არაფერიც არ იციან!


image


20. და მაინც, მშობლები ყველაფერში მართლები იყვნენ...


image


0
157
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0