სხვა რატომ დაჰყავთ ბავშვები სკოლაში პოლიეთილენის პარკებში ჩასმულები 2014, 20 მარტი, 19:43 ერთ-ერთმა მშობელმა "სასკოლო ჩანთა"-ს სულ სხვა დანიშნულება შესძინა. მან დაწყებითი კლასის მოსწავლეებს საშუალება მისცა სკოლაში მისულიყვნენ, რასაც თვითონ ვერ ახერხებდნენ. ბავშვები ადიდებული მდინარის აქითა ნაპირზე იყვნენ, სკოლა კი იქით.
სამხრეთ ვიეტნამის, ხანოისთან ახლოს, დენ ბენის პროვინციის, სოფელ ლანგის მცოვრებნი ადიდებული მდინარის გამო ვერ ახერხებდნენ სკოლაში წასვლას. დაკიდული ხიდი დაზიანებული იყო. ერთ-ერთმა მშობელმა ბავშვების გადაყვანის საოცარ ხერხს მიაგნო. მან ბავშვები პოლიეთილენის პაკეტში ჩასვა და ადიდებულ მდინარეზე ისე გადაიყვანა. პარკი კი იმიტომ გამოიყენა, რომ ბავშვები მშრალი დარჩენილიყვნენ. სწავლის მიმართ მისი საოცარი თავდადება მასწავლებელმა ტონგ ხტი მინმა ფოტოებზე დააფიქსირა. მან ასე მარტო თავისი შვილი კი არა, მთელი კლასი გადაიყვანა. ერთს რომ გადასვამდა, უკან მოცურავდა შემდეგის წასაყვანად. სხვები კი ჩამწკრივებულნი ელოდნენ თავის რიგს. ეს ფაქტი ვიეტნამის გაზეთმა "Tuoi Tre"-მ გააშუქა ახალ ამბებში. გაზეთი საზოგადოებას უყვებოდა მშობლის ამბავს, რომელიც არ შეუშინდა აზვირთებულ ტალღებს და ცალი ხელით მიათრევდა ბავშვიან პარკს, მეორეთი კი ტალღებს უმკლავდებოდა. მასწავლებელმა ქალბატონმა მინტმა განაცხადა: "ეს ნორმალური საქციელი იყო მისი მხრიდან, რადგან სკოლაში მოსვლის სხვა არანაირი გზა არ არსებობდა. ამ მდინარეს ვერანაირი ხიდი ვერ გაუძლებდა. მე გასულ წელსაც ვასწავლიდი ამ სოფელში. სექტემბერშიც ზუსტად ასეთი პრობლემა გვქონდა. არ ვიცოდი რა მექნა. სოფლის მცხოვრებლები მაშინაც ასე მოიქცნენ." ქალბატონი მინტის თქმით მშობლები ასე იმიტომ იქცევიან, რომ ბავშვებს მშრალი ტანისამოსი შეუნარჩუნონ. 146 4-ს მოსწონს
|