ფეხბურთი “ინტერი” და “ყარაბაღი” აზერბაიჯანის თასიდან გავარდნენ 2014, 20 მარტი, 13:35 გაიმართა აზერბაიჯანის თასის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩები, რომელშიც ქართველთა გუნდებმა ვერ იყოჩაღეს. კახა ცხადაძის გაწვრთნილ ბაქოს “ინტერს’ პირველი მატჩი 1:1 ჰქონდა ნათამაშევი “ნეფთჩისთან”, საპასუხო კი შინ 0:0 დაასრულა და გავარდა. ლაშა სალუქვაძემ და ალექსანდრე იაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს. სასტარტოში იყო ბაჩანა ცხადაძეც, რომელიც 73-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი ლომაია სათადარიგო იყო. თითო მომენტი იაშვილსა და ცხადაძეს ჰქონდათ, თუმცა ვერ გამოიყენეს. ილია ნანობაშვილი www.worldpsort.ge 6 შეფასება არ არის
|