რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია ამერიკული, უპილოტო მზვერავი თვითმფრინავის იძულებით "დასმაზე" ყირიმში.
რუსულ საინფორმაციო საშუალებებს თუ დავუჯერებთ. ყირიმის თავზე პერეკოპის რაიონში რუსული რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემის("Автобаза") მიერ იქნა
"ჩაჭერილი" ამერიკული უპილოტო, დამრტყმელი–მზვერავი თვითმფრინავი, რომელიც ყირიმის თავზე აწარმოებდა სადაზვერვო გადაღებებს.
როგორც გამომცემლობა "Военный обозреватель"–ი იუწყება უპილოტო თვითმფრინავი დაახლოებით 4 000 მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა როცა რუსულმა რადიოელექრონული ბრძოლის სისტემამ "ჩაიჭირა", დააკარგვინა ამერიკელ ოპერატორებს მასთან კავშირი და მასზე კონტროლი საკუთარ თავზე აიღო. უპილოტო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა, თვითმფრინავი თითქმის დაუზიანებელია.
საბორტე მარკირებით კი გაირკვა, რომ თვითმფრინავი ამერიკული სამხედრო დაზვერვის 66–ე ბრიგადის დაჯგუფებაში ირიცხებოდა და გერმანიაში, ბავარიის მხარეში ბაზირებდა. ამ უპილოტო თვითმფრინავის გარდა დაჯგუფებას გააჩნია აგრეთვე 18 ერთეული "MQ-5B". "Интерфакс"–ს თუ დავუჯერებთ ეს ბრიგადა გადმოსროლილ იქნა ბავარიიდან უკრაინაში ქალაქ კიროვოგრადთან მდებარე სამხედრო ბაზაზე.