x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რატომ განადგურდა უკრაინაში რუსული ტანკების და ზოგადად ჯავშანტექნიკის კოლოსალური რაოდენობა
image

ტექნოლოგიების გაუმჯობესებამ სამხედრო სფეროში საშუალება მისცა მძიმე ტექნიკის მშენებელ კომპანიებს და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსებს გააუმჯობესონ მძიმე ტექნიკის ჯავშანი, გააძლიერონ მისი უსაფრთხოება დინამიური თუ ელექტრონული დაცვის მექანიზმებით, გამოიყენონ ბორტის და მუხლუხოების დასაცავად მთელი რიგი კონსტრუქციები რაც ტანკს სიცოცხლისუნარიანობას და ეკიპაჟს კი გადარჩენის შანსებს უზრდის.


თუმცა ამის პარალელურად იხვეწება ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებიც, ფართოდ გავრცელებული და საკმაოდ წარმატებული საბჭოთა წარმოების ყუმბარმტყორცნი "РПГ-7"-ის ყუმბარების მოდერნიზებაც მოხდა, კარგა ხანია უკვე აღნიშნული ყუმბარმტყორცნიდან სხვადასხვა მოდიფიკაციის ყუმბარებს ესვრიან მძიმე ტექნიკას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.


თანდემური ყუმბარის პირველი საფეხური ანეიტრალებს ტანკის დინამიურ დაცვას, მეორე საფეხური ხვრეტს ჯავშანს და ხდება ტანკში საბრძოლო მასალის დეტონირება, თუმცა კონტუზირებული ეკიპაჟი ხშირად თუ არა მაინც ახერხებს ტანკიდან ამოსვლას მის დეტონირებამდე.



უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ჩართულია ამერიკული, გერმანული, შვედური გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი, სარაკეტო კომპლექსები.
აქედან განსაკუთრებით ეფექტურია ამერიკული კომპლექსი "ჯაველინი", რომელიც ჯავშან პირდაპირ კი არ ეჯახება, არამედ გაშვების მერე გარკვეული ტრაექტორიით ეცემა ტანკის შედარებით სუსტად დაჯავშნულ ნაწილს-კოშკურას.
საბჭოთა და რუსულ ტანკებში სწორედ კოშკურაშია განთავსებული თვითდამტენი მექანიზმისათვის ტანკის ქვემეხის ჭურვები.


კოშკურის აფეთქება იწვევს საბრძოლო მასალის დეტონაციას, რაც ეკიპაჟს პრაქტიკულად უსპობს გადარჩენის მიზერულ შანსსაც კი.


რუსული ტანკები Т-72, Т-80 და Т-90 აღჭურვილია ქვემეხის თვითდამტენი მექანიზმით, შესაბამისად საბრძოლო მარაგი განთავსებულია კოშკურაში.
image
აი როგორ მოქმედებს "ჯაველინი".
image სწორედ აქედან გამომდინარეა ასეთი კოლოსალური რაოდენობის დანაკარგები მძიმე ტექნიკის მხრივ რუს აგრესორებში.


0
398
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
398