x
მეტი
  • 24.02.2024
  • სტატია:133470
  • ვიდეო:356340
  • სურათი:507938
მამაკაცმა იყიდა ტანკი T-55 და მასში აღმოაჩინა 5 ზოდი ოქრო - რა მოხდა შემდეგ?
image

ბრიტანელმა ნიკ მიდმა eBay-ზე იყიდა T-55 ტანკი და მასში მილიონობით ფუნტის ღირებულების ოქრო აღმოაჩინა.




ცოტა ხნის წინ, ბრიტანელმა სამხედრო ტექნიკის მოყვარულმა ნიკ მიდმა პირველად ისაუბრა იმ ოქროს ბედზე, რომელიც მან ინტერნეტით ნაყიდ ტანკში იპოვა. ეს არ იყო პირველი საბრძოლო მანქანა მის კოლექციაში: მიდის ფერმაში ნორთჰემპტონშირში განთავსებულია არსენალი, რომელზეც ზოგიერთ ქვეყანას მხოლოდ ოცნება შეუძლია. ის, ისევე როგორც სხვა კერძო კოლექციონერები, სამხედრო აღჭურვილობის დიდ ნაწილს იაფად ყიდულობს. რა თქმა უნდა მეორადს, თუმცა გამართულს, ტანკები მას ჩვეულებრივ მსუბუქ ავტომობილებზე მეტი არ უჯდება.

image


მიდმა შეაგროვა ასობით საბრძოლო მანქანა და ყველა მსურველს შეუძლია იმით გასეირნება საფასურის სანაცვლოდ.


62 წლის ბრიტანელი ნიკ მიდი სამხედრო ტექნიკის კოლექციონერია. მან შეაგროვა 300-მდე ტანკი და სხვა სამხედრო მანქანა თავის ფერმაში, რომელიც ნორთჰემპტონშირში მდებაროებს.

image

მსურველებს რამდენიმე საათის განმავლობაში ტანკის დაქირავება დაახლოებით 300 ფუნტი სტერლინგი უჯდებათ, ხოლო 900 ფუნტად შეგიძლიათ გადაუაროთ მსუბუქ ავტომობილს. (რა თქმა უნდა ჩამოწერილს)მსგავსი ატრაქციონები სხვა ქვეყნებშიც არის: მაგალითად, აშშ-ში Drive a Tank-ს ჰქონდა მსგავსი სერვისი.

image


მიდმა თავისი პირველი საბრძოლო მანქანა 1990-იანი წლების დასაწყისში შეიძინა. ეს იყო Abbott-ის თვითმავალი, რომლის წარმოება დიდ ბრიტანეთში 1960-იან წლებში დაიწყო და დღემდე გრძელდება . ეს მას ძალიან იაფი დაუჯდა: მხოლოდ 1750 ფუნტი სტერლინგი.



30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მისი პარკი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისი ტანკები ხანდახან ჩნდება ფილმებში და ზოგჯერ ქირობენ ქორწილებში ან დაკრძალვისთვის. თავად კოლექციონერს, როდესაც მისი ვაჟები პატარები იყვნენ, პირადად მიჰყავდა ისინი სკოლაში ბრიტანული FV432 ჯავშანტექნიკით. მისი თქმით, ბავშვები შეჩვეულები იყვნენ, თუმცა ქუჩაში მოძრავი ჯავშანმანქანა ხშირად აბნევდა გამვლელებს.

image

”პოლიცია ჩვეულებრივ იღიმოდა ან მზერას გვარიდებდა, - ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში. -უმრავლესობამ უბრალოდ არ იცის რა გააკეთოს ასეთ შემთხვევებში, ყოველდღე ვერ დაინახავ ქალაქში მოძრავ ტანკს"

image

2017 წელს მიდმა ონლაინ აუქციონზე იყიდა ერაყული ტანკი, ჩინეთში დამზადებული საბჭოთა T-55. ის გაყიდა 23 წლის თვითნასწავლმა ავტომექანიკოსმა ჯო ჰიუზმა ინგლისის ქალაქ ლესტერიდან. ის ამტკიცებდა, რომ ტანკი ბრიტანულმა ჯარებმა 1991 წელს ოპერაცია "უდაბნოს ქარიშხალის" დროს ჩაიგდეს ხელში, წაიღეს დიდ ბრიტანეთში და შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში უქმად იმტვერებოდა საწყობში.


ჰიუზის თქმით, როდესაც ტანკი იყიდა, მუხლუხოები არ ჰქონდა და არც ძრავა უმუშავებდა. მის შესაკეთებლად მან ინტერნეტში იპოვა T-55-ის შეკეთების ინსტრუქცია რუსულ ენაზე. „რუსული არ მესმის, ამიტომ მხოლოდ სურათების ყურებით ვცდილობდი გამომეცნო“, - განმარტა მან.



ჰიუზი თანახმა იყო თავისი ტანკი 30 ათას ფუნტად გაეყიდა. როდესაც მიდმა ის თავის ფერმაში გადაიტანა, მან აღმოაჩინა, რომ წინა მფლობელს რატომღაც შეუმჩნეველი დარჩა ტანკში დარჩენილი ტყვიამფრქვევის საბრძოლო მასალა. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა უფრო დაეწვრილებით შეესწავლა თავის შენაძენი და შეამოწმა საწვავის ავზი.

image

მისდა გასაკვირად, შიგნით იყო ხუთი ოქროს ზოდი, სულ მცირე, ორი მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების.

image

„როდესაც ოქროს ზოდები ვიპოვეთ, არ ვიცოდით, რა გვექნა . ბოლოს და ბოლოს, მეზობელ ლომბარდში ხუთ ზოდს ხომ ვერ წაიღებ“, - განუცხადა მიდმა Daily Mail-ს. ”ამიტომ ჩვენ პოლიცია გამოვიძახეთ.”


"როცა ოქრო ვიპოვეთ, ყველა იცინოდა, ხუმრობდა და ფიქორბდა ფული როგორ დაეხარჯა. ჩემს დას უნდოდა Land Rover, მე კი ვიყიდიდი Rolls Royce Phantom-ს, უკანა მხარეს გადავჭრიდი, რათა პიკაპი გამოსულიყო."


პოლიციის ოფიცრებმა ოქრო წაიღეს ანალიზისთვის და შესანახად; მიდს ოქრო მას შემდეგ აღარ უნახავს. მას აცნობეს, რომ ზოდები ქუვეითიდან იყო, რომელიც სავარაუდოდ მოიპარეს 1991 წელს ერაყის ქუვეითში შეჭრის დროს. კოლექციონერის თქმით, ის დღემდე ნანობს, რომ ოქრო პოლიციას გადასცა.

image

„ჩვენ უნდა დაგვრიცხოდა მპოვნელის საფასური მაინც, თუმცა საბოლოოდ აბსოლუტურად არაფერი მივიღე“, - თქვა მან.


0
305
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
305
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0