x
მეტი
  • 24.02.2024
  • სტატია:133470
  • ვიდეო:356340
  • სურათი:507938
ებრაული სიბრძნე – 33 ანდაზა და გამონათქვამი

image


ითვლება, რომ ებრაელი ხალხი ყველაზე ბრძენია, რადგან მათი ცოდნა — თავად ღმერთისგან მოდის. «მოსეს შვილების» შესახებ, საუკუნეების მანძილზე ქმნიან ლეგენდებს — და ეს უმიზეზოდ არ ხდება. მათი გამჭრიახობა და გონიერება მართლაც რომ გასაოცარია... ხოლო, ებრაელების სიბრძნე, მახვილგონივრულ ანდაზებსა და გამონათქვამებშია ასახული:


1. ფულით ქონა არც ისე კარგია, როგორც ცუდია მის გარეშე ყოფნა.

2. ადამი — პირველი იღბლიანი კაცი იყო დედამიწაზე, რადგან მას სიდედრი არ ჰყავდა.

3. თუ პრობლემის ფულით მოგვარება შეიძლება, მაშინ ის პრობლემა კი არა, — ხარჯია.

4. ღმერთმა ადამიანს ორი ყური და ერთი პირი მისცა, რომ მან ცოტა ილაპარაკოს და უფრო მეტი მოისმინოს.

5. ღმერთმა დაგიფაროთ ცუდი ქალებისგან, კარგებისგან თავის დაცვას თავადაც შეძლებთ.

6. ღვინო შედის — საიდუმლო გადის.

7. ღმერთი ვერ იქნება ერთდროულად ყველასთან, ამიტომ, მან დედები შექმნა.

8. ნუ იქნებით ძალიან ტკბილი, თორემ შეგჭამენ და ნუ იქნები ძალიან მწარე, თორემ გადაგაფურთხებენ.

9. გეშინოდეთ თხის წინიდან, ცხენის უკნიდან, ხოლო სულელის — ყველა მხრიდან.

10. სტუმარს და თევზს, 3 დღის შემდეგ, ცუდი სუნი სდის.

11. ცოდნა ბევრ ადგილს არ იკავებს.

12. ადამიანმა უნდა იცოცხლოს, თუნდაც ცნობისმოყვარეობის გამო.

13. ასაკთან ერთად, ადამიანი ცუდად ხედავს, მაგრამ უფრო მეტის დანახვას ახერხებს.

14. ღმერთი ღარიბებს იცავს, თუნდაც იმ ცოდვებისგან, რომლებსაც მდიდრები სჩადიან.

15. ქველმოქმედება არაფერი რომ არ ღირდეს, ყველა ფილანთროპი იქნებოდა.

16. მშობლები შვილებს ლაპარაკს ასწავლიან, ხოლო შვილები მშობლებს — გაჩუმებას.

17. როდესაც შინაბერა თხოვდება, ის მაშინვე, ახალგაზრდა ცოლი ხდება.

18. შორიდან, ყველა ადამიანი კარგი ჩანს.

19. შესაძლებელია, კვერცხი ქათამზე ჭკვიანი იყოს, მაგრამ ის მალე ლაყდება.

20. კაცები უფრო მეტს გააკეთებდნენ, ქალებს რომ ნაკლები ელაპარაკათ.

21. კარგად გაჩუმება, უფრო რთულია, ვიდრე კარგად ლაპარაკი.

22. ცუდი ცოლი წვიმაზე უარესია — წვიმა სახლში აგდებს ადამიანს, ხოლო ცოლი — გარეთ.

23. სამყაროს გაქრობა ემუქრება არა იმიტომ, რომ ბევრი ადამიანია, არამედ იმიტომ, რომ ბევრი არაადამიანია.

24. ღმერთო! დამეხმარე ფეხზე დადგომაში — დაცემას მე თვითონ მოვახერხებ.

25. როგორიც არ უნდა, ტკბილი იყოს სიყვარული, მისგან კომპოტს ვერ მოხარშავ.

26. როდესაც საქმე არაფერი აქვთ, დიდ საქმეებს ეკიდებიან...

27. ორი უბედურებიდან, პესიმისტი ორივეს ირჩევს.

28. ყველა წუწუნებს ფულის ნაკლებობას, ტვინის ნაკლებობას, — არავინ.

29. ვისაც შვილები არა ჰყავს, ის კარგი აღმზრდელია.

30. შიშისგან სიკვდილს, სიცილით სიკვდილი სჯობია.

31. ორ ადამიანს არ სჯერა ნაცნობის სიკვდილის, — ვისაც ის უყვარს და ვისაც — სძულს.

32. გამოცდილება არის სახელი, რომელსაც ადამიანები საკუთარ შეცდომებს არქმევენ.

33. ჭაღარა სიბრძნის კი არა, — მოხუცებულობის ნიშანი.


სხვა სიახლეები:


* დიაგნოზის გაგების შემდეგ, ის ბიოლოგიურმა მშობლებმა მიატოვეს...

* ყალბი პარიზი და ფრანგი შეფ-მზარეული, რომელიც ქვეყნის პრემიერ–მინისტრი გახდა – წარმოუდგენელი ისტორიული ფაქტები

* კრიმინალური გამოცანები (პასუხები აქვს)

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
333
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
333
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0