x
image
natia.a
დიანა ღურწკაია: "როცა პუტინმა ყირიმის მიერთებას ხელი მოაწერა, მე ტაში დავუკარი"

image

" დიდი ინტერესით ველოდი ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს. როდესაც პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის შესვლის შესახებ შეთანხმებას, მე ტაში დავუკარი, რადგან ამით ისტორიულმა სამართალმა იზეიმა. ეს ყოველივე ყირიმელების ნებასურვილისა და ვლადიმერ პუტინის გამბედაობის წყალობით მოხდა. მე ახლახანს დავბრუნდი სოჭიდან, სადაც პარაოლიმპიურ თამაშებში ვიღებდი მონაწილეობას და მინდა განვაცხადო, რომ რუსეთისა და მისი პრეზიდენტის მიმართ უცხოელების დამოკიდებულება საგრძნობლად შეიცვალა. მათ ჩვენი ქვეყნის პატივისცემა და ანგარიშის გაწევა დაიწყეს. და ასე იქნება შემდეგშიც. ეს კი ჩვენი პრეზიდენტის დამსახურებაა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას" - განაცხადა დიანა ღურწკაიამ «Вечерняя Москва»-სათვის მიცემულ ინტერვიუში.


საინტერესოა, აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების დროსაც თუ დაუკრა ტაში "ქართველმა" მომღერალმა "თავისი" ქვეყნის პრეზიდენტს...

4
392
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
392
  
2018, 21 ივნისი, 1:50
ეჰ, ამან წარგვადგინა ევროვიზიაზე სიმღერით "მშვიდობა მოვა"... რომელ მშვიდობაზეა საუბარი, ტაშს რეებზე უკრავს თურმე ან რა უხარია რუსეთმა მიიერთა ყირიმი თუ უკრაინას დარჩა, ან ერთით ამას რა ხეირი აქვს ან მეორეთი? :/ თან თავისი ქვეყნის მტრის ტერიტორიული გაფართოება უხარია თავისი ქვეყნის მეგობარი ქვეყნის დამცრობის ხარჯზე. ლოგიკა სადაა მითხვრას ვინმემ და ამიხსნას რას ფიქრობს ეს ხალხი
2014, 20 მარტი, 0:14
სულ გამოშტერებულა ეს გოგო,რუსეთში ცხოვრება მგონი ათაყვანებს ამ ხალხს
2014, 19 მარტი, 17:55
გენაცვალე შეენ ,,, ტაში ტაშიიიი......
0 1 4