x
image
t.x.
დაპატიმრებულია მამა ცხრა კვირის ბავშვის გატაცებისთვის

imageროგორც იქნა იპოვეს დაკარგული ბავშვი, რომელსაც პოლიცია ეძებდა. პატარა ჯანმრთელია და თავს კარგად გრძნობს. ბავშვი მხოლოდ ცხრა კვირისაა. ის გუშინ დილით გამოცხადდა დაკარგულად.image 14 საათიანი მუხლჩაუხრელი ძებნის შემდეგ, როგორც იქნა პოლიციამ შეძლო მისი პოვნა. ბავშვი თავის სახლთან ახლოს, პლეკ უოლსოლის რაიონში იმყოფებოდა. ბავშვის მამა სტიუარტ ადამსი, რომელიც 30 წლისა, პოლიციამ დააკავა. მას პოლიციის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ, რის საფუძველზეც, ეჭვმიტანილია ბავშვის გატაცებაში. პოლიციამ როგორც კი იპოვა პატარა გოგონა ლანა-მაი, მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების დასკვნით ბავშვს არაფერი დაშავებია. ბავშვის დედამ ძებნა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მამამ, ადამსმა არ დააბრუნა ბავშვი სახლში დროულად. პოლიცია ეძებდა ორივეს, როგორც პატარა ლანა-მაის, ისე მამამისს. გამოიკვლიეს ყველა მისამართი და ადგილი, სადაც შეიძლება ისინი ყოფილიყვნენ. ალბათ ვერც იპოვიდნენ, რომ იმავე ქუჩაზე მცხოვრებ ქალს არ გაემჟღავნებინა ბავშვის ადგილსამყოფელი პოლიციისთვის. დეივ სტუპმანი, რომელიც ძებნას ხელმძღვანელობდა, მადლობას უხდის უოლსოლის მოსახლეობას გულისხმიერებისა და დახმარებისათვის. "მე შვებით და კმაყოფილებით შემიძლია განვაცხადო, რომ ლანა-მაი კარგად და უსაფრთხოდაა. მადლობა ყველას, ვინც გაიზიარა დედის წუხილი, გულთან მიიტანა ბავშვის დაკარგვა და მცირედით მაინც გვეხმარებოდა მის ძებნაში".image

მეზობელმა, რომელმაც ბავშვი შენიშნა მოითხოვა მისი სახელი არ გამჟღავნებულიყო. ის ამბობდა, რომ ძალიან შეაწუხა ლანა-მაის დაკარგვამ და ალბათ მისი პოვნა ყველას გაუხარდება.

0
93
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0