კინო კიდევ ერთი ვარსკვლავი გაიხსნა ჰოლივუდის დიდების ხეივანში 2014, 18 მარტი, 17:40
როგორც ცნობილია, 38 წლის ბრიტანელი მსახიობი, რომელიც არა მარტო სხვადასხვა პრემიების ლაურეატია, არამედ ის სამი შვილის დედაცაა.( ცნობისათვის მსახიობს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი: 12 წლის მია და 9 წლის ჯო ჰყავს. მესამე შვილი კი მსახიობმა 35 წლის ნედ როკნროლასთან გააჩინა, რომელიც წყვილის საერთო შვილია). ქეით უინსლეთის პატარა სამი თვისაა და მიუხედავად სამგზის დედობისა, იგი არაჩვეულებრივ ფორმაშია. შეგახსენებთ, რომ მსახიობი ისეთი პრემიების ლაურეატია, როგორებიცაა: " ოსკარი", რომელიც ვარსკვლავმა 2009 წელს ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის მიიღო", ოქროს გლობუსი", " ემმი", " გრემი" და ამერიკის კინოაკადემიის გილდიის პრემიის ლაურეატი. ჰოლივუდის დიდების ხეივანს დიდი ისტორია აქვს, რომელსაც საფუძველი 1953 წელს ჩაეყარა და პირველი ვარსკვლავი მსახიობ პრესტონ ფოსტერს გაუხსნეს.დიდების ხეივნის პირველი ოფიციალური ცერემონია 1960 წლის 23 ნოემბერს გაიმართა. ამ დროისთვის ბულვარში 2500 ვარსკვლავია. 47 8-ს მოსწონს 1-ს არა
|