x
image
ციცი
Mediator image
ნანუკა ჟორჟოლიანი: "გუშინ საბა კაცურად დამიდგა გვერდით"
image
როგორც უკვე იცით, ერეკლე კოდუას, ნანუკა ჟორჟოლიანის მეუღლეს, პროკურატურამ ბრალი უკვე წაუყენა. მას 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, როგორც ყოველთვის სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საშუალებით გამოეხმაურა მისი მეუღლისადმი წარდგენილ ბრალდებას.

მისი მორიგი პოსტი კი მათი საერთო შვილის, საბას გამონათქვამს ეხება, რომელიც ბავშვმა სახლში მოსული პროკურორების ტრადიციულ კითხვას, რომ გაიზრდები რა უნდა გამოხვიდეო, ამაყად უპასუხა, რომ ამერიკელი პოლიციელიო. ამას პროკურორების მხრიდან ღიმილი მოყვა და დაძაბულობა ცოტათი განმუხტა.

გთავაზობთ ამ სტატუსს ნანუკას "ფეისბუქის" გვერდიდან:


"ამ საგიჟეთში დამავიწყდა ამბის მოყოლა. სახლში მოსულ პროკურორებს (რომლებიც სხვათაშორის ძალიან თავაზიანები იყვნენ), საბა შემოესწრო ეზოდან. მაშინვე იცნო უბნის ინსპექტორი, რომელსაც კაცურად მიესალმა. იმათმაც ხელი ჩამოართვეს და დაძაბულობა რომ მოეხსნათ, საბასთან დიალოგში შევიდნენ. ნუ დადგა ტრადიციული კითხვის დრო, რომ გაიზრდები რა უნდა გამოხვიდეო. საბამ პროკურორს გახედა და დამაჯერებლად უპასუხა, პოლიციელი, ოღონდ ამერიკაშიო. ბუნებრივია ამ პასუხს ღიმილი მოჰყვა. ამ დიალოგმა დაძაბულობა ცოტა შეამსუბუქა. მოკლედ გუშინ საბა კაცურად დამიდგა გვერდით".

image

ამ სტატუსსაც, როგორც ყოველთვის დიდი გამოხმაურება მოყვა ნანუკას მეგობრების მხრიდან. ამხნევებენ ნანუკას და პატარა საბას აქებენ.

ერთ-ერთი კომენტარი სტატუსზე:

"ნანუკა ჩემო ძვირფასო! ყველაფერი კარგად იქნება! დღეს ყველა კარგმა ქართველმა იცის, რომ საუკეთესო მამულიშვილებს და პატიოსან ხალხს ჩირქს სცხებენ და ავიწროვებენ! ჩემგან გახსოვდეთ ჩემო სიცოცხლე, მოკრიალებულ, სუფთა ცას, გრუხუნისა არ ეშინია!ადრე თუ გვიან გამოიდარებს! მუდმივი არაფერია და წვიმაც სულ ვერ იქნება! გამოიდარებს ჩვენს ქვეყანაში! ვაჟკაცობაა მოთმინება!!!!"

imageimage

2
620
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
620
  
2014, 19 მარტი, 18:45
ნანუკას ქმარს რისი ბრალდება წაუყენეს?არ გამიგია...თან ეს ირაკლი კოდუაა და არა ერეკლე...
2014, 19 მარტი, 16:18
დედა ლავუკო ლააა
0 1 2