სხვა უბრალო გაცივებით დაწყებული ინფექცია, რომელმაც ახალგაზრდა კაცი კიდურების გარეშე დატოვა 2014, 16 მარტი, 1:07 ![]() ![]() ექიმები ლუისს გადარჩენის შანსს მხოლოდ 3%-ს ჰპირდებოდნენ. ბატონი ლუისი იხსენებს, რომ ერთხელ, ნოემბერში ადრე დაწვა დასაძინებლად, რადგან თავს ცუდად გრძნობდა. ღამის ორ საათზე გაეღვიძა და შარდში სისხლი შენიშნა. კანი უხურდა, თვალები გაუფართოვდა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ყველას ეგონა რომ მოკვდებოდა, მაგრამ გადარჩა და პროთეზებით სიარულის იმედსაც იტოვებს. მისი ცოლი გვიყვება, რომ ლუისი საშინელ მდგომარეობაში იყო. "ყველა შინაგანი ორგანო მოეშალა. ჯერ თირკმელები გაეთიშა, შემდეგ ფილტვები და მერე გულიც. როცა რეამინაციაში შევედი მითხრეს, რომ დავმშვიდობებოდი. იმ ღამეს თუ გაატანდა, ესეც დიდი ბედნიერება იქნებოდა." იმ ღამეს გადარჩა და უთხრეს, რომ გადარჩენის მხოლოდ ერთი შანსი ჰქონდა, თუ კიდურების ამპუტაციას გაიკეთებდა. დეკემბერი და იანვარი უმძიმესი ჰქონდა. მას მოაჭრეს სამი კიდური(2 ფეხი და 1 ხელი) და ზურგზე ააჭრეს ხორცი, რომ დაზიანებულ მარჯვენაზე ჩაეკერებინათ. ლუისმა საშინელი ტკივილები გადაიტანა, მაგრამ ყველაზე უფრო შვილის რეაქციამ გაამწარა. პატარას არ უნდოდა მამას მიჰკარებოდა. ლუისი ფიქრობს, რომ მიუხედავად ამდენი გაჭირვებისა ძალიან ბევრს ნიშნავს მისთვის იმ ერთი ხელის შენარჩუნებაც. "ჩემი ცხოვრება არასდროს აღარ იქნება ძველებური, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ რომ ცოცხალი ვარ. მე მხოლოდ ახლა შემიძლია დავაფასო სიცოცხლე". ეს ინფექცია, რომელიც ლუის ტაუნსენდს შეხვდა 33 000-ში ერთ ადამიანს ხვდება. სტრეპტოკოკი 7-დან 10-მდე დღეში ინკურნება, მაგრამ საჭირო ხდება დაზიანებული ადგილების ამპუტაცია. დაავადებული ადამიანებიდან კი ყოველი მეოთხე კვდება. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 380 4-ს მოსწონს
|