x
image
worldsport.ge
თითქმის გადაწყვეტილი: გერმანია-საქართველო ლაიპციგში გაიმართება

imageთითქმის გადაწყდა, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის ჯგუფურ მატჩებს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ლაიპციგში დაასრულებს. 2015 წლის 11 ოქტომბერს გერმანია-საქართველო სწორედ ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქში გაიმართება – “რედ ბულ არენაზე”, რომელიც 45000 მაყურებელს იტევს.
ლაიპციგში გერმანელებს არაერთხელ უთამაშიათ და ყველა შეხვედრა მოუგიათ: ბოლოს 2012 წელს ამხანაგურში ისრაელს 2:0 სძლიეს. მანამდე კი იმარჯვეს კამერუნთან, ლიხტენშტაინთან და მექსიკასთან. ლაიპციგში 2006 წლის მუნდიალის შეხვედრებიც გაიმართა.
ერთიც: Bild-ის ცნობით, როცა გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ლაიპციგის სტადიონის მენეჯერს აცნობა, შესარჩევის ერთი მატჩის ჩატარება თქვენთან გვსურსო, მენეჯერს უთქვამს:
“ოღონდ გიბრალტართან არა... უკვე ბევრ ეგზოტიკურ ნაკრებს ვუმასპინძლეთ და სხვა მეტოქე შეგვირჩიეთ”.

ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
48
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0