ფეხბურთი “ბარსელონა” და მესი ვერ თანხმდებიან 2014, 15 მარტი, 13:04 “ბარსელონას” ხელმძღვანელობა თავდამსხმელ ლიონელ მესისთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებას ვერ ახერხებს. ესპანური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინელი წლიურ გასამრჯელოდ იმაზე 9 მილიონი ევროთი მეტს ითხოვს, რასაც კატალონიელები სთავაზობენ. ფეხბურთელის მამა და აგენტი ხორხე მესი კი ამ უზარმაზარ სხვაობას ისე აღუშფოთებია, რომ მოლაპარაკების პროცესის შეწყვეტაზე დაფიქრდა. სავარაუდოდ, მხარეები შედარებით მისაღები ვარიანტის მოსაფიქრებლად მოკლე პაუზას აიღებენ. ოთარ მაღლაკელიძე 168 1-ს მოსწონს
|