x
image
worldsport.ge
კონტე: “პრიორირეტი იტალიის ჩემპიონატია”

imageტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ უეფას ევროპის ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში, “ფიორენტინასთან” დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიმდინარე სეზონში მთავარი ამოცანა იტალიის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაა. ევროტურნირზე წარმატება კი მეორეხარისხოვანია.
“ფლორენციელთათვის სერია A-ში ყველაფერი გარკვეულია. ამასთან, იტალიის თასის ფინალშიც გავიდნენ და რა გასაკვირია, რომ ევროპის ლიგაზე გადაერთნენ. ჩვენთვის კი პრიორიტეტი ჩემპიონის ტიტულის ზედიზედ მესამედ მოპოვებაა” – განაცხადა ანტონიო კონტემ.
შეგახსენებთ, ტურინელები საკუთარ მოედანზე “ფიორენტინასთან” მხოლოდ ფრეს (1:1) დასჯერდნენ და ევროპის ლიგის მეოთხედფინალში გასვლის შანსი საგრძნობლად შეუმცირდათ.

ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0