სხვა ქალს ძაღლის ქოხში დაბმული გველი დახვდა 2014, 14 მარტი, 22:26
ქალმა დილით ძაღლს დაუძახა, მაგრამ ხმა რომ ვერ გაიგო ჯაჭვი გამოქაჩა. ჯაჭვს რაც გამოჰყვებოდა ალბათ ხვდებით. ქალი შიშისგან ისე გაქვავდა, რომ კარგა ხანს განძრევა ვერ შეძლო. როგორც კი გონს მოეგო, მაშინვე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები გამოიძახა და 2, 5 მეტრის სიგრძის გველი წააბრძანეს. ველური ბუნების დამცველმა ქალბატონმა ულუატმა განაცხადა, რომ გველი ველური ცხოველებისთვის განკუთვნილ ადგილობრივ საავადმყოფოში წაიყვანეს. იქ ჯაჭვი გადაჭრეს და გველს ოპერაცია ჩაუტარეს. მუცლიდან ამოაცალეს ჯაჭვის ნარჩენი და ძაღლის ძვლები. "მძიმე ღამისთევის" და ოპერაციის შემდეგ ველური ბუნების ამ საპატიო წარმომადგენელს სიცოცხლე შეუნარჩუნეს. გველი კარამბინის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სრულ გამოჯანმრთელებამდე დარჩება. ქალბატონი ულუარის ცნობით, გველის ასაკი დაახლოებით 50 წელია. ამ ხნისას არ უნდა გაუჭირდეს ოპერაციიც გადატანა. ამ ფაქტმა ძალიან შეაშინა ახლომახლო მცხოვრები ძაღლის პატრონები, თუმცა სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, ეს ბოლო ათ წელიწადში მეორე შემთხვევაა. ისიც უნდა ვიფიქროთ, რომ ძაღლი დაბმული რომ არ ყოფილიყო, მას უბრალოდ დაკარგულად ჩათვლიდნენ. 972 7-ს მოსწონს
|