ნამცხვრები ფროიდის საყვარელი ნამცხვარი (რეცეპტი) 2014, 14 მარტი, 11:10 ცნობილია, რომ Apfelstrudel, ანუ ვაშლის შტრუდელი ზიგმუნდ ფროიდის საყვარელი ნამცხვარი იყო. ფსიქოანალიზის მამას უყვარდა ვენის კაფეში ჯდომა და საკუთარ თავთან საუბარი: "მიირთმევთ ვაშლის შტრუდელს?" - " სიამოვნებით" - ეტყოდა იგი თავის თავს და მაარტო აგემოვნებდა ამ ტრადიციულ ავსტრიულ დესერტს.
გთავაზობთ ვაშლის შტრუდელის რეცეპტს: ინგრედიენტები: ცომისთვის: 370 გ. უმაღლესი ხარისხის ფქვილი 160 მლ. ანადუღარი წყალი, ოთახის ტემპერატურის 1 კვერცხი, 8 ს. კ. ზეითუნის ზეთი მწიკვი მარილი 1 სჩ. კ. კრახმალი. გულსართისთვის: 150 გ. ნიგოზი ან ნუში 100 გ. ტკბილი ორცხობილა 6-7 ცალი მწვანე ვაშლი 2 ს. კ. ლიმნის წვენი 150 გ. ქიშმიში, რომელსაც წინასწარ ვასხამთ 80 მლ. რომს 3/4 ჩ.ჭ. შაქარი 1 ჩ.კ. დარიჩინი (+1 ჩ.კ. მოსართავად) 100 გ. კარაქი (+2 ს.კ. თავზე გადასასმელად) 50 მლ. ზეითუნის ზეთი შაქრის პუდრა მოსართავად მომზადება: 1. ცომის მოსამზადებლად შევურიოთ 300 გ. ფქვილი, კვერცხი, მარილი, 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი და ავურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდემიქსერით ან ბლენდერით. 2. გადმოვიტანოთ ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე, დავასხათ კიდევ 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი და კარგად მოვზილოთ, სანამ ელასტიური არ გახდება. 3. ცომი გავყოთ 2 ნაწილად. გავაბრტყელოთ თითოეული მათგანი. ერთზე გადავუსვათ 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, დავაფაროთ ზემოდან ცომის მეორე ნაწილი, ისევ კარგად გავაბრტყელოთ და მივცეთ ცომს ბურთის ფორმა. 4. ჩავდოთ ბურთი ჯამში, გადავუვათ თავზე 1 ს.კ. ზეითუნი ზეთი, დავახუროთ თავსახური და დავასვენოთ ოთახის ტემპერატურაზე 1 სთ. 5. სამუშაო ზედაპირზე დავაფინოთ ტილო, მოვაყაროთ ფქვილი და კრახმალი, გავაბრტყელოთ მასზე ცომი, წავუსვათ 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი. 6. ყველაზე რთული პროცესი: ცომი გავწელოთ რაც შეიძლება თხელი ფენის მიღებამდე. იდეალურ შემთხვევაში ცომის ფირფიტა უნდა იყოს თითქმის გამჭვირვალე, ქაღალდის სისქის. 7. შიგთავსისთვის მოვხალოთ ნიგოზი ან ნუში. დავჭრათ, წვრილად დავტეხოთ ორცხობილა, დავჭრათ ვაშლი პატარა ნაჭრებად და დავასხათ ლიმნის წვენი, რათა ფერი არ შეიცვალოს. ეს ყველაფერი ერთმანეთში ავურიოთ. 8. გაბრტყელებულ ცომზე გადავანაწილოთ შიგთავსი, და ზემოდან დავადოთ კარაქის ნაჭრები. 9. ამის შემდეგ რულეტივით გადავახვიოთ შტრუდელი ტილოს დახმარებით. გადავუსვათ თავზე ზეითუნის ზეთი. 10. გადავიტანოთ რულეტი ცხიმწასმულ ფორმაზე. და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე, 1 სთ-ის განმავლობაში. 11. გამოვიღოთ. ბოლომდე გავაგრილოთ და მოვაყაროთ შაქრის პუდრა და დარიჩინი. 12. ხშირ შემთხვევაში ამგვარი შტუდელი სუფრასთან ნაყინთან ერთად მიაქვთ. 323 1-ს მოსწონს
|