x
image
t.x.
გუშინ დილით დაიბადა ორთავიანი ბავშვი (+ ფოტოები)
imageინდოეთში დაიბადა ორთავიანი ბავშვი. დედა ისეთი ღარიბია, რომ ორსულობისას ვერ შეძლო ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება.

28 წლის ურმილა შამბამ სიამის ტყუპი დაბადა ჩრდილოეთ ინდოეთში, ხარიანის საავადმყოფოში. ბავშვი გუშინ დილით საკეისრო კვეთით დაიბადა. ბავშვს ორი კისერი, ორი თავი და მხოლოდ ერთი სხეული აქვს. ბავშვი მდედრობითი სქესისაა, თუმცა სახელი ჯერ არ დაურქმევიათ. ის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის პალატაშია მოთავსებული. ექიმები შიშობენ, რომ გადარჩენის შანსი მინიმალურია. ბავშვის ექიმი შიკჰა მალიკი აცხადებს, რომ მშობლები ძალიან შეწუხებულნი არიან პატარის მდგომარეობით და თვითონ ყველა ღონეს ხმარობს ბავშვის გადასარჩენად. ურმილას და მის ქმარს, 32 წლის სუბხაშს ამის გარდა ჰყავთ კიდევ ერთი ქალიშვილი. ისინი ისე ღარიბები არიან, რომ ქალს მთელი ორსულობის მანძილზე არ გაუვლია არავითარი სამედიცინო შემოწმება, მით უმეტეს ულტრაბგერითი, რაც საშუალებას მისცემდათ თავი აერიდებინათ ამ საშინელი ხვედრისათვის.

ექიმი მალიკი გვიამბობს: "ქალი ორი კვირის წინ გამოცხადდა სამშობიაროში, როცა უკვე გრძნობდა სამშობიარო ტკივილებს. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ქალს მუცელში სიამის ტყუპები ჰყავდა, მაგრამ ვეღარაფერს შევცვლიდით. ქალი სახლში აღარ გავუშვით და გუშინ დილით ბავშვი დაიბადა, ყველაფერს ვაკეთებთ მის გადასარჩენად. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია."

სიამის ტყუპები, რომლებიც ერთ სხეულს ინაწილებენ იწოდებიან როგორც dicephalic parapagus.


იმის გამო, რომ მათ ერთი სხეული აქვთ, გადარჩენის შემთხვევაში შეუძლებელი იქნება მათი დაცალკევება.imageimageimageimage

4
316
7-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
316
  
2014, 14 მარტი, 18:24
საწყალი პაწაწუნა რა ცოდოა :(
2014, 14 მარტი, 17:03
აი ეს შედეგი ყველაფერი ბუნებაზე უარყოფითი ზემოქმედების ბრალია.
2014, 14 მარტი, 16:07
გული მტკივა
2014, 14 მარტი, 14:16
გადაგვარდა მსოფლიო რა:(((((
0 1 4