x
image
hamunaptra1990
ტყეში დაკარგული ტურისტი სამი კვირის განმავლობაში მწერებით იკვებებოდა
image

გერმანელი ტურისტი, რომელსაც გზა ლაშქრობის დროს აებნა, სამი კვირის განმავლობაში, შიმშილისგან რომ არ მომკვდარიყო, იკვებეოდა ბუზებით და სხვადასხვა მწერებით.

26 წლის დანიელ დუძიხი 17 თებერვალს დაიკარგა დასავლეთ Queensland-ის ცენტრალურ ნაწილში ლაშქრობისას. როგორც პოლიციამ განაცხადა, დანიელი მოხვდა ორ ადიდებულ მდინარეს შორის.

მხოლოდ სამი კვირის შემდეგ იპოვნეს იგი.

ტურისტი თავს მშვენივრად გრძნობდა და საკმაოდ კარგ ხასიათზეც იყო.


როგორც პოლიციის ინსპექტორი მარკ ჰენდერსონი ყვება, როდესაც იპოვეს გზააბნეული ტურისტი ის კარგად გამოიყურებოდა:



–"იგი ხუმრობდა, რომ ავსტრალიის ტყეებში მშიერი არ დარჩებიო, რადგან ტყეებში უამრავი ბუზი დაფრინავს, ბუზები კი ცილას შეიცავენ."

როდესაც ტურისტი სალაშქროდ გაემგზავრა, მას ჰქონდა თან ბურბუშელები და კონსერვები, მაგრამ გზააბნეულს მალე შემოელია ეს საკვები და დუძიხი იძულებული იყო თავის გადასარჩენად მწერები ეჭამა. "

ასევე ინსპექტორმა აღნიშნა, რომ დანიელმა უარი განაცხადა სამედიცინო დახმარებაზე.

"ის მართალია მშიერი იყო, მაგრამ განწყობა ჰქონდა ამაღლებული"-აღნიშნა პოლიციელმა.

ტურისტს ფეხით ავსტრალიის ჩრდილოეთ ნაწილში უნდოდა მისვლა და მისი სურვილი სამკვირიანი დაკარგვით დასრულდა.


imageimage


0
81
7-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0