სხვა მიმზიდველი კუნთები სიცოცხლის ფასად - გვინდა კი ეს? 2014, 11 მარტი, 22:32 კულტურისტები იღებენ კოქტეილს, რომელიც ნავთობისა და ალკოჰოლისაგან შედგება და მხოლოდ იმისთვის, რომ კუნთები დაიყენონ. ბრაზილიაში ყველაზე დიდი კუნთები არინდო დე სოუზას აქვს. მას ძალიან ეშინია ინფექციის, რომელიც შეიძლება ამ კოქტეილმა გამოიწვიოს.
"ჩემი მეგობარი პაულინო ამდაგვარი რაღაცეებისგან გარდაიცვალა"-ამბობს არინდო დე სოუზა. "მე ვხვდებოდი, რომ ის ამით მოკვდებოდა. ჩვენ ორივე ვიკეთებდით კოქტეილს, მე თავი დავანებე, მან კი არა. არავის არ ვურჩევ ამ ნავთობის მიღებას". მას უხარია, რომ შეძლო თავის დამორჩილება და მიატოვა ეს ყველაფერი.
ამდაგვარი კოქტეილებით სხეულის დაყენება კულტურისტებში უჩვეულო არაა. ჩვენთვის კარგად ნაცნობი არნოლდ შვარცნეგერიც იღებდა სტეროიდების კოქტეილს, ჰორმონებს და ცხენის ვიტამინებს.
არინდო ბრაზილიაში ცხოვრობს პერნამბუკის სანაპიროზე მოხუც დედასთან ერთად. პირველად ეს კოქტეილი ბარში ვიღაც ბიჭმა შესთავაზა და უთხრა, რომ კუნთები დღითიდღე გაეზრდებოდა. მან იქვე გაიკეთა კუნთში სითხე და შედეგმაც არ დააყოვნა, კუნთი იმ წუთშივე გაუსივდა. უკუჩვენება არაფერი ჰქონია. "ხანდახან სუსტი თავბრუსხვევა თუ მიგვრძვნია, მეტი არაფერი. ღონე კი როგორიც მქონდა ისეთივე დამრჩა, არ მომმატებია. ზოგიერთმა მათგანმა არ იცის მისი მოხმარების წესი. თუ სითხე სისხლძარღვებში მოხვდა შეიძლება გამოიწვიოს ხელის დაკარგვა, დასჭირდეს ოპერაცია და უკიდურეს შემთხვევაში საერთოდ დაიღუპოს კიდეც. ამ ნაზავის მიღება ინფექციის განვითარების რისკის ქვეშაა. ის შეიძლება გავრცელდეს ქსოვილში. არინდოს და ძალიან იყო შეშფოთებული, ძმას კი ძალიან მოსწონს, რომ არინდო ასეთი ლამაზია და პოპულარობით სარგებლობს ქალებში.
კოქტეილი შეიცავს რაღაც უსუნო ზეთოვან სითხეს, ალკოჰოლს და მასში არეულია ტკივილგამაყუჩებელი. მიუხედავად სხეულის მიმზიდველი ფორმებისა, არინდო ყველას აფრთხილებს, რომ არ მიეკარონ ამდაგვარ საცდურებს. ადამიანი ჯანმრთელი და ბუნებრივი უფრო ლამაზია. 122 6-ს მოსწონს
|