x
image
t.x.
ტყუპები, რომელთაც მეგობარი ბიჭიც კი საერთო ჰყავთ
imageტყუპებს, რომლებიც ერთმანეთის მიმდევრობით, ერთი წუთის ინტერვალით დაიბადნენ, ყველაფერი საერთო აქვთ: მანქანა, სამსახური, "ფეისბუქის" გვერდი და მეგობარი ბიჭიც კი.

მათთვის ეს "ყველაფერი ერთნაირი" არ კმაროდა და ავსტრალიელმა დებმა, 28 წლის ანა და ლუსი დეცინქუეებმა დახარჯეს უამრავი ფული იმისათვის, რომ ზუსტად ერთნაირები ყოფილიყვნენ. მათ ჩაიტარეს პლასტიკური ოპერაციები, დაწყებული ტუჩების დაბერვიდან მკერდის იმპლანტანციით დამთავრებული, რაც 130 000 ევრო დაუჯდათ.

დასავლეთ ავსტრალიის ქალაქ პეტრში მცხოვრები ტყუპები ყოველ წუთს ერთად ატარებენ, ძილითაც ერთ საწოლში სძინავთ.

ანა და ლუსი დედასთან ერთად ცხოვრობენ. მათ ახლა საეთო მეგობარი ბიჭი ჰყავთ და თვლიან, რომ ეს იდეალური ვარიანტია. ადრე მათ ჰყავდათ მეგობარი ვაჟები, მაგრამ ისინი ან ძმები, ან მეგობრები იყვნენ. ახლა მათი მეგობარი ელექტრომექანიკოსი ბენ ბირნია.


(სურათზე გოგონების საერთო "ბოიფრენდი" ბენი.)

image

გოგონები ამბობენ, რომ ეს მათთვის სულაც არ არის უხერხული. მათ ერთნაირი გემოვნება აქვთ და რა გამორიცხულია, რომ ერთი და იგივე ბიჭი მოსწონდეთ. ისინი სულ ერთად არინ. პაემანზეც ერთად დადიან და "ბოიფრენდ" ვაჟთანაც ერთად "კოტრიალობენ". "თუ ერთი მოგვწონს, მაშინ ერთად უნდა ვიყოთ ყოველთვის"-ამბობს ლუსი.image

გოგონები ადრეულ ასაკში ზუსტად ერთნაირები იყვნენ. საბავშვო ბაღში თუ სკოლაში მანთ ვერავინ ანსხვავებდა. ეს გოგონებს ძალიან ართობდა. მათ მამაც კი ვერ ცნობდა(ის 2010 წელს გარდაიცვალა). ისინი იხსენებენ, თუ როგორ ეკითხებოდა" "შენ რომელი ხარ?" დედა კი ყოველთვის ცნობდა.

ლუსის ლოყაზე პატარა ხალი ჰქონდა, ანას კი ნაიარევი შუბლზე, თუმცა ამას სხვები ვერ ამჩნევდნენ.

გოგონები ფიქრობენ, რომ როცა ქუჩაში მათ ვინმე თვალს აყოლებს, ორივე ერთად მოსწონთ და მათზე ორივეზე უნდათ დაქორწინება. მათ გადაწყვეტილი აქვთ, რომ სიკვდილამდე ერთად იქნებიან. image

3
318
9-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
318
  
2014, 13 მარტი, 1:18
ახლა ვხვდები თუ რა ბედნიერი ვყოფილვარ ტყუპისცალი და რომ არ მყავს, და საერთოდაც დედისერთა რომ ვარ :))
2014, 10 მარტი, 17:24
ზუსტად მეც ამის დაწერას ვაპირებდი :X
2014, 10 მარტი, 0:29
რას გვანან :X:X:X
0 1 3