x
image
worldsport.ge
მოურინიუ: “მინდორზე გასვლამდე “რეალის” ფეხბურთელები სარკის წინ რიგში დგებოდნენ”

imageლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიუს აზრით, თანამედროვე ფეხბურთელებისთვის სპორტული მიღწევები პირველხარისხოვანი არაა. ერთ-ერთ ესპანურ გამოცემასთან საუბრისას პორტუგალიელმა სპეციალისტმა ამ შეხედულების დასტურად მადრიდის “რეალში” მუშაობის პერიოდი გაიხსენა.
“მინდორზე გასვლის წინ “რეალის” მოთამაშეები სარკეში ჩასახედად რიგში დგებოდნენ, მაშინ, როდესაც მსაჯი უკვე გვირაბში იდგა და მათ ელოდა. ადრე ფეხბურთელებს სურდათ ფული კარიერული აღმასვლით გამოემუშავებინათ. ახლა კი თავიანთ გარემოცვასთან ერთად ცდილობენ ჯერ კიდევ კონტრაქტის გაფორმებამდე გამდიდრდნენ” – განაცხადა მოურინიუმ.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

2
247
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
247
  
2014, 6 მარტი, 21:54
მოუ ჯობია პროფილში მოხვიდე და იქ იბაზრო :D
2014, 6 მარტი, 12:49
ვაი შე საცოდაო რა ჭორიკანა კაცი ხარ
0 1 2