სხვა როგორ გაუსწორდა მასწავლებელი ურჩ მოსწავლეებს 2014, 5 მარტი, 21:22 დაწყებითი კლასის მასწავლებელმა გაკვეთილზე მოსწავლეებს პირი წებოვანი ლენტით("სკოჩით") აუკრა. მან ვერ შეძლო მოსწავლეების დამორჩილება, როცა ისინი იცინოდნენ და ასე აიძულა წყნარად მსხდარიყვნენ. შემთხვევა ხელოვნების გაკვეთილზე მოხდა. კლასში ოცი მოსწავლე იყო. 27 წლის მასწავლებელმა პრისცილა დავო ორტეგამ განაცხადა, რომ პირი იმიტომ აუკრა ბავშვებს, რომ ზედმეტად ხმაურობდნენ. ზოგიერთმა ბავშვმა ლენტი აიძრო, რადგან სუნთქვა უჭირდა, მასწავლებელმა კი ახლიდან გადააწება. ბავშვებს ლენტის აძრობის შემდეგ ტუჩებიდან სისხლი წამოუვიდათ და მეორე დღეს სკოლაში წასვლაზე უარი განაცხადეს. ქალბატონი ორტეგა გამოძიების დასრულებამდე სკოლიდან გამოუშვეს. სახლში დაბრუნებულმა ბავშვებმა მშობლებს უამბეს მომხდარის შესახებ. ერთ-ერთის დედა გვიამბობს: "მე შეურაცხყოფილი დავრჩი როცა ჩემმა შვილმა მიამბო ყველაფერი. მაშინვე სკოლაში გავიქეცი და დირექტორის ნახვა მინდოდა. დირექტორს მოვთხოვე, რომ ქალბატონი ორტეგა ჩემს შვილს ახლოს აღარ გაჰკარებოდა და მასთან ლაპარაკი მხოლოდ იმიტომ არ ვისურვე, რომ შემეშინდა არ მეცემა. ჩემს საქციელზე პასუხს ვერ ვაგებდი." 10 წლის ტომასი ჰყვება, რომ მასწავლებელმა მათ პირი აუკრა, რის გამოც გოგონებს ტუჩებიდან სისხლი წამოუვიდათ. ქალბატონი ორტეგა სკოლაში მუშაობის დაწყებამდე ლონდონში ძიძა იყო და მცირეწლოვან ბავშვებს უვლიდა. მისმა ოჯახმა კი განაცხადა, რომ პრისცილამ ალბათ იხუმრა, რომ ბავშვების დასჯა მის ხასიათს არ შეესაბამება. მას უყვარს ბავშვები და თავისი სამსახური. გამოძიება გვიჩვენებს, მისცემენ თუ არა შემდგომში პრისცილა ორტეგას სკოლაში მუშაობის უფლებას. 167 6-ს მოსწონს
|