x
image
natia.a
ყველაზე უცნაური სერვისები მსოფლიოში


მომსახურების სფერო მსოფლიოში განსაკუთრებული სისწრაფით ვითარდება. ამჯერად შემოგთავაზებთ რამდენიმე უცნაურ მომსახურებას, რასაც სხვადასხვა ქვეყანაში სთავაზობენ მომხმარებელს.


1. გოგონა თქვენთან ერთად ჩახუტებული დაიძინებს.

image


29 წლის ჯეკი სემუელმა "ჩახუტების ოთახი" გახსნა 2012 წლის ივნისში, ნიუ-იორკში. სულ რაღაც 60 დოლარად მსურველებს შეუძლიათ მაგისტრატურის სტუდენტთან ჩახუტებულებმა დაიძინონ. მომსახურებაში შედის მხოლოდ ჩახუტება და არაფერი მეტი. სეანსი 1, 5 საათი გრძელდება.



2. კაცი იხდის ფულს იმაში, რომ სახეში გაარტყან თუ უნებურად სამუშაოს მოწყდება.

image



ვინმე მანიშ სეტი, რომელსაც ინტერნეტში მუშაობა უწევდა, ხშირად წყდებოდა სამუშაოს ვებ-გვერდებზე სერფინგის გამო. შედეგად, მუშაობა ნაკლებ ეფექტური იყო. მანიშმა ამ პრობლემას ორიგინალური გადაწყვეტა მოუძებნა და დაიქირავა ადამიანი, რომელიც სახეში გაარტყამს ყოველთვის, როცა მუშაობის დროს უბრალო სერფინგი გაიტაცებს. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ სერვისით სარგებლობის შედეგად მუშაობის ეფექტურობა გაიზარდა 38%-დან 98%-მდე.


3. ნახევრად შიშველი დამლაგებელი დაგილაგებთ ბინას.

image


ამ სერვისით შეგიძლიათ ტეხასში ისარგებლოთ. სულ რაღაც 100 დოლარად ნახევრად შიშველი დამლაგებელი დაგილაგებთ ოთახს, ხოლო 150 დოლარად ერთდროულად ორი დამლაგებელი "მოგევლინებათ".


4. კომპანია ხელით დაწერილ წერილს გააგზავნის თქვენთვის სასურველ ადრესატთან.

image


კომპანია Epistly თქვენთვის სასურველ ტექსტს ხელით ჩაწერს და გაუგზავნის ადრესატს. თქვენ უბრალოდ ადრესატის მისამართი და სასურველი ტექსტი უნდა გაუგზავნოთ კომპანიას.


5. "ბებიები" გაქირავებით.

image


"იქირავე ბებო" (Rent-a-Grandma) - ეს არის ტეხასსა და ვირჯინიაში არსებული კომპანია, რომელიც სინამდვილეში ძიძების მომსახურებას გთავაზობთ. სხვა კომპანიებისგან განსხვავებით აქ გთავაზობენ შედარებით ასაკიან, გამოცდილ ძიძებს, რომელბიც ბავშვებსაც მოუვლიან და საოჯახო საქმეებშიც დაგეხმარებიან.


6. მობილური სასწრაფო დახმარება სიმთვრალის დროს.

image


ლას-ვეგასში დილის 8 საათიდან დღის 3 საათამდე შეგიძლიათ ნახოთ ქუჩაში მოძრავი ავტობუსი, სახელწოდებით "ნაბახუსევის სამოთხე", სადაც პერსონალი დაგეხმარებათ ნაბახუსევიდან გამოსვლაში და გადასხმასაც კი გაგიკეთებენ. ერთსაათიანი პროცედურის ღირებულება 90 დოლარია.



7. ყურების წმენდის სალონი.

image


იაპონიაში სულ უფრო პოპულარული ხდება სალონები, სადაც კლიენტებს ყურების წმენდას სთავაზობენ. მათი კლიენტები ძირითადად მამაკაცებია, რომლებსაც დატვირთული დღის ბოლოს სტრესის მოხსნა და დასვენება სურთ. კლიენტთა უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ამ პროცედურის დროს ხშირად შეუმჩნევლად ეძინებათ. ამასთან, ამგვარ სეანსს კლიენტი ბავშვობობაში გადაჰყავს, როცა კალთაში თავჩადებულ ბავშვს დედა ყურებს უწმინდავდა. ისინი, ვისაც აქ მუშაობა სურთ, უნდა ფლობდნენ ე.წ. "მიმიკაკის" (mimikaki - ტრადიციული იაპონური ინსტრუმენტი ყურის წმენდისთვის) ტექნიკას, რისი შესწავლაც ხდება ერთკვირიანი კურსის გავლის შედეგად.

2
1725
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1725
  
2016, 9 სექტემბერი, 21:16
მე ნაბახუსევის სამოთხე მომეწონა მარა ცოტა ძვირია. 10 ლარის ფარგლებში რომ იყოს კიდე არა უშავს. 80 დოლარად სამი დღე გამოვალ პახმელიაზე
2014, 5 მარტი, 17:51
გუშინ მივიწყებულ და რარიტეტად ქცეულ პროფესიებზე დავდე სტატია.. ასეა, ცხოვრება ვითარდება, ძველი პროფესიები ქრება და ახლები, გაცილებით უფრო საინტერესოები ჩნდება.:)))) განსაკუთრებით ყურების მწმენდავი მომეწონა:D
0 1 2