x
image
t.x.
ორი დღე, როცა ღმერთები ცოცხლდებიან
imageამ დროს აქ უამრავი ხალხი მოდის რომ თაყვანი სცენ ღმერთებს, უმღერონ, მიართვან ხილი, ყვავილები და სხვადასხვანაირი ნიღბები. ღმერთების როლებს, რა თქმა უნდა გადაცმული ადამიანები ასრულებენ.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მახაშივარატრიში, სადაც ტარდება ორდღიანი ფესტივალი. ეს ფესტივალი მთელ მსოფლიოში აღინიშნება, მაგრამ ასეთი მასშტაბური და მრავალფეროვანი არსადაა როგორიც ინდუიზმის სამშობლოში- ინდოეთში და ნეპალში.

ეს ღმერთი შივასადმი მიძღვნილი 12 დღესასწაულიდან ერთ-ერთია. ამ დღეს აღინიშნება ქალღმერთ პავანის ქორწინების დღე და დღე, როცა პირველად შეასრულა თავისი კოსმიური ცეკვა.

როგორც ეს საოცარი სურათები გვიჩვენებს, დღესასწაულს დიდი მნიშვნელობა აქვს იქაურებისათვის. დღესასწაული გრანდიოზულად მიმდინარეობს თვალუწვდენელი ფერადი პროცესიებით.


ფესტივალზე პატივს მიაგებენ მატა შივარატრის, რომელსაც ოქროს ვაშლი უნდა მიართვან. მონაწილეთა ნაწილი ღმერთი შივას თაყვანისმცემელია. ზოგი ღმერთებს ნარინჯისფერი ყვავილების ასხმულებით ეგებება, სხვები კი იმოსებიან ისე, როგორც თვით ღმერთი და მისი ცოლი.

რიგითი ინდოელი და ნეპალელი მოქალაქეები დღესასწაულს აღნიშნავენ თავიანთი რელიგიური მოძღვარის წინამძღოლობით, რომელსაც სადხუს ეძახიან. მონაწილეები ზოგი თავიდან ბოლომდე შეღებილნი არიან სხვადასხვა მყვირალა ფერებით, აჭრელებულნი ნაირგვარი ელემენტებით, თან მხიარულ ხასიათზე მოსასვლელად და მედიტაციის უკეთ დასაუფლებლად კანაფს ეწევიან.

ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ისინი შივას(ნგრევისა და სიკვდილის ღმერთს) ევედრებიან კიდევ ერთი წელი შეაკავოს ნგრევა და სიკვდილი და არ გამოუშვას მათკენ. imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage









0
62
7-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0