სხვა საოცარი ფოტოები, როგორ მოახრჩო პითონმა ნიანგი და მთლიანად გადაყლაპა 2014, 3 მარტი, 15:35
გველი უსწრაფესი ელვასავით გარს შემოერტყა ნიანგს და ისე მაგრად შეოესალტა, რომ მოკლა ნიანგი. იმის მიუხედავად, რომ მსხვერპლი მთელი ძალებით იბრძოდა, არავითარი შანსი არ ჰქონდა გადარჩენის. ქალბატონ კორლისს მართალია ძალიან შეეცოდა ნიანგი, მაგრამ გადაწყვიტა არ ჩარეულიყო ორთაბრძოლაში. მან მხოლოდ ის მოახერხა, რომ ამ პაექრობის იშვიათი მომენტებისთვის სურათები გადაეღო. ნიანგის გადაყლაპვა თითქოს წარმოუდგენელი ამოცანა იყო და დიდ დროსაც მოითხოვდა, მაგრამ ტიფანი მოთმინებით აღიჭურვა და აკვირდებოდა ორჯერ უფრო დიდი ნიანგი როგორ იმალებოდა გველის პირში. გაბერილი და დამძიმებული გველი ნელა გამოემართა ტიფანის მიმართულებით. ქალი მიუხედავად გველის ნელი მოძრაობისა, გულგახეთქილი გაიქცა, მაგრამ გველს თურმე მხოლოდ ბუჩქებში შეძრომა და გადაყლაპული სადილის მონელება სურდა. 93 5-ს მოსწონს
|