x
image
t.x.
საოცარი ფოტოები, როგორ მოახრჩო პითონმა ნიანგი და მთლიანად გადაყლაპა

imageეს ყველაზე გასაოცარი ბრძოლა იყო ცხოველთა სამყაროში - პითონმა გადაწყვიტა სადილად მთლიანი ნიანგი შეესანსლა. ეს ალბათ წარმოუდგენლად გეჩვენებათ, მაგრამ დასამტკიცებლად სურათები ნამდვილად კმარა იმისათვის, რომ გავოცდეთ. მართლაც გამაოგნებელია როგორ ყლაპავს ნელ-ნელა უშველებელი ნიანგის სხეულს. მატარებლის მეისრე ქალმა ტიფანი კორლისმა დაინახა ეს უზარმაზარი გველი და უკან გაეკიდა. გველი ნიანგისკენ მიდიოდა. შემთხვევა ტბა მონდარას სანაპიროზე ხდებოდა. ეს ტბა ჩრდილო - აღმოსავლეთით მაუნტ-აიზიდან თორმეტი მილის მანძილზეა კვინსლენდის უდაბნოსთან.

გველი უსწრაფესი ელვასავით გარს შემოერტყა ნიანგს და ისე მაგრად შეოესალტა, რომ მოკლა ნიანგი. იმის მიუხედავად, რომ მსხვერპლი მთელი ძალებით იბრძოდა, არავითარი შანსი არ ჰქონდა გადარჩენის.

ქალბატონ კორლისს მართალია ძალიან შეეცოდა ნიანგი, მაგრამ გადაწყვიტა არ ჩარეულიყო ორთაბრძოლაში. მან მხოლოდ ის მოახერხა, რომ ამ პაექრობის იშვიათი მომენტებისთვის სურათები გადაეღო. ნიანგის გადაყლაპვა თითქოს წარმოუდგენელი ამოცანა იყო და დიდ დროსაც მოითხოვდა, მაგრამ ტიფანი მოთმინებით აღიჭურვა და აკვირდებოდა ორჯერ უფრო დიდი ნიანგი როგორ იმალებოდა გველის პირში. გაბერილი და დამძიმებული გველი ნელა გამოემართა ტიფანის მიმართულებით. ქალი მიუხედავად გველის ნელი მოძრაობისა, გულგახეთქილი გაიქცა, მაგრამ გველს თურმე მხოლოდ ბუჩქებში შეძრომა და გადაყლაპული სადილის მონელება სურდა.imageimageimageimage


1
93
5-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
93
  
0 1 1