x
image
worldsport.ge
პულისი სიმულაციისთვის ფეხბურთელებს დასჯის

imageინგლისის პრემიერლიგის “კრისტალ პალასის” მთავარი მწვრთნელი ტონი პულისი, მოედანზე გამოვლენილი სიმულაციისთვის საკუთარი გუნდის ფეხბურთელებსაც დასჯის.
BBC-ის ცნობით, “სუონსისთან” 1:1 დასრულებული მატჩის მსვლელობისას, “კრისტალ პალასის” ფეხბურთელები - ჯერომ ტომასი და მარუან შამახი საკუთარი გუნდის დახმარებას “დაივინგით” (ტყუილად დაცემა) ცდილობდნენ, მაგრამ მთავარ მწვრთნელს ასეთი დახმარება არ ჭირდება.
“ორივე მათგანს ამის გამო გადახდა მოუწევთ. ორივე დაჯარიმდება!. ეს ავადმყოფობაა. თითქმის მოვახერხეთ ფეხბურთელების მსგავსი საქციელის თავიდან მოშორება და როგორც ჩანს, ახლა მათ შეხსენება ჭირდებათ, რომ ეს არასწორი საქციელია” - განაცხადა უელსელმა სპეციალისტმა.



ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0